თურქები ლევან შენგელიას ადიდებენ – “მან ჩვენ ყულფიდან ჩამოგვხსნა!”
თურქეთის სუპერლიგის 33-ე ტურში ლევან შენგელიას “კონიასპორი” “ტრაბზონს” ესტუმრა და 7 გოლიან თრილერში ბოლო წუთზე გაიმარჯვა. 81-ე წუთამდე “ტრაბზონი” 3-1 ამარცხებდა “კონიას”, როცა ლევანმა ულამაზესი ჯარიმით ანგარიში შეამცირა, 7 წუთში პენალტი მოიპოვა და დამატებით დროში საგოლე პასი გააკეთა. სწორედ ქართველის უდიდესი დამსახურებაა, რომ გუნდმა ადგილი შეინარჩუნა.
“კონიასპორის” ფანები სოციალურ ქსელში ადიდებენ შენგელიას და მას დარჩენას მოუწოდებენ.
“ძალიან მაგარი ფეხბურთელი. ასეთი მოთამაშე ყოველთვის უნდა იყოს გუნდში”
“მე ჯერ კიდევ დაბნეული ვარ ამ ისტორიით, უბრალოდ საუბარიც ზედმეტია. მადლობა ლევან!”
“შენგელია ! შენგელია ! შენგელია ! გუშინ მან ჩვენ ყულფიდან ჩამოგვხსნა. ჩვენ ლიგაში დავრჩით!”
“პრეზიდენტო, მიეცით ამ კაცს ბონუსი, რაც კი არსებობს. მან დღეს გოლი გაიტანა, პასი გააკეთა და პენალტი მოინადირა. არ დაუშვათ რომ წავიდეს”
“შენგელია ჩვენი მხსნელია! მადლობა მას, ვინც ეს კაცი კონიაში მოიყვანა”
“შოთას და აჩის გუნდს, ისევ მათი თანამემამულით მოვუგეთ!”
“წლის საუკეთესო ტრანსფერი, მიდი ლევან”
“კონიასპორის” ოფიციალურმა გვერდმა კი შენგელიას ილონ მასკის SpaceX შეადარა.