თურქეთის ნაკრებს ახალი თავკაცი ჰყავს

თარიღი: თებერვალი 28, 2019

თურქეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. აღნიშნულ პოზიციაზე შენოლ გიუნეში იმუშავებს, რომელიც დღესდღეობით “ბეშიქთაშის” თავკაცი გახლავთ.

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციასა და 66 წლის სპეციალისტს შორის გაფორმებული კონტრაქტი ძალაში მიმდინარე წლის პირველ ივლისს შევა. სწორედ ამ დღეს ეწურება გიუნეშს “ბეშიქთაშთან” შრომითი ხელშეკრულება. თურქი სპეციალისტი ეროვნულ გუნდს ორი უახლოესი ციკლისთვის მოამზადებს: 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი და 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი.

ჯერჯერობით უცნობია, იმუშავებს თუ არა შენოლ გიუნეში უახლოესი სამი თვის განმავლობაში “ბეშიქთაშის” თავკაცის პოსტზე. გავრცელებული ინფორმაციით, თურქულ კლუბს მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი გუტი ჩაიბარებს, რომელიც დღესდღეობით “ბეშიქთაშში” გიუნეშის თანაშემწედ მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ შენოლ გიუნეში თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2000-დან 2004 წლამდე მუშაობდა. 2002 წელს მისი თავკაცობით გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.

შენოლ გიუნეში თურქეთის ნაკრების თავკაცის პოზიციაზე მირჩა ლუჩესკუს შეცვლის, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდი ერთა ლიგაზე C დივიზიონში დაქვეითდა.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ფედერაციამ გადაწყვიტა: ვინ უთავკაცებს არგენტინის ნაკრებს 2022 წლის მუნდიალზე?

არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრებს [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფიფას ივლისის რეიტინგი გამოქვეყნდა

დღეს ფიფას ივლისის თვის რეიტინგი გამოქვეყნდა. საქართველო კვიპროსსა და ყირგიზეთს შორის კვლავაც 94-ე ადგილზეა. რაც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ზეედორფი კამერუნის ნაკრების თავკაცის პოსტიდან გაათავისუფლეს

მსოფლიო ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი, კლარენს ზეედორფი, რომელმაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ მოკიდა ხელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კაფუ გაკოტრების წინაშეა

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კაფუ რთულ ფინანსურ სიტუაციაში აღმოჩნდა. საფეხბურთო სააგენტოს, რომელსაც 49 წლის ბრაზილიელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ემოციური კადრები – მაჰრეზმა 95-ე წუთზე საჯარიმო გაიტანა და ალჟირი ფინალში გაიყვანა (

14 ივლისს, აფრიკის თასის ნახევარფინალში ერთმანეთს ალჟირისა და ნიგერიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ალჟირელთა გამარჯვებით, 2:1 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარის მეგობარი კოპა ამერიკის დახურვის ცერემონიალზე (ფოტო)

კოპა ამერიკის დახურვის ცერემონიალზე გულშემატკივრებმა ბრაზილიელი მომღერალი ანიტა იხილეს. ცნობილია, რომ ის ნეიმარის მეგობარია....
წაკითხვა
ფეხბურთი

სნუპ დოგი ამერიკის ქალთა ნაკრების წარმატებას გამოეხმაურა – “მეტი გადაუხადეთ

მსოფლიო რეპის ვარსკვლავი, სნუპ დოგი, ამერიკის ქალთა საფეხბურთო ნაკრების წარმატებას გამოეხმაურა და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიაგო სილვას პასუხი: “პარი სენ-ჟერმენთან” 6:1 მოგების შემდეგ, მესის მსაჯობაზე

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებისა და “პარი სენ-ჟერმენის” ცენტრალური მცველი, ტიაგო სილვა, ლეო მესის მიერ ბრაზილიის ნაკრების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რიჩარლისონმა გოლი ბებიას მიუძღვნა, თუმცა მისი სახელი ვერ გაიხსენა (ვიდეო)

7 ივლისს, კოპა ამერიკის ფინალში ბრაზილიის ნაკრებმა პერუ 3:1 დაამარცხა. შეხვედრის ბოლო გოლი 90-ე წუთზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ აღნიშნა ალექს მორგანმა მსოფლიო ჩემპიონობა (ვიდეო)

7 ივლისს, აშშ-ის ქალთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ტურნირის ფინალში ამერიკელებმა ჰოლანდია 2:0 დაამარცხეს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბრაზილიის ნაკრები კოპა ამერიკას გამარჯვებულია! (ვიდეო)

7 ივლისს კოპა ამერიკის 2019 წლის გათამაშების ფინალური მატჩი შედგა “მარაკანაზე” ბრაზილიისა და პერუს საფეხბურთო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გაბრიელ ჟესუსის ემოცია გაძევების შემდეგ (ვიდეო)

კოპა ამერიკის ფინალში, ბრაზილიისა და პერუს ნაკრებებს შორის მიმდინარე მატჩის 70-ე წუთზე გაბრიელ ჟესუსმა შეხვედრაში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გაბრიელ ჟესუსის წითელი ბარათი კოპა ამერიკის ფინალში (ვიდეო)

კოპა ამერიკის ფინალში, ბრაზილიისა და პერუს ნაკრებებს შორის მიმდინარე მატჩის 70-ე წუთზე გაბრიელ ჟესუსმა მეორე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლეო მესის, შესაძლოა, ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯონ

კოპა ამერიკის მესამე ადგილისთვის ბრძოლის მატჩში გამარჯვების (არგენტინა 2-1 ჩილე) შემდეგ, “ალბისელესტეს” ლიდერმა, ლეო მესიმ, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არგენტინა-ჩილეს მსაჯმა მოედნიდან მესის გაძევება განმარტა

კოპა ამერიკაზე არგენტინისა და ჩილეს ნაკრებებს შორის მესამე ადგილისთვის გამართული მატჩის 37-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა […]...
წაკითხვა