თურქეთის პრეზიდენტი “პსჟ” – “ბაშაქშეჰირის” მატჩში მომხდარს ეხმაურება
სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში რასიზმის გამოვლინების მომსწრენი გავხდით “პარი სენ-ჟერმენსა” და “ბაშაქშეჰირს” შორის მიმდინარე შეხვედრაში. ყოველივე ამას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოეხმაურა.
მატჩის მეოთხე არბიტრმა მთავარ მსაჯთან საუბრისას რასისტული სიტყვა გამოიყენა. ამის გამო ორივე გუნდმა შეწყვიტა თამაში და ფეხბურთელები გასახდელში დაბრუნდნენ.
“მკაცრად ვგმობ რასიზმის გამოვლინების ფაქტს “ბაშაქშეჰირის” შტაბის წევრის, პიერ ვებოს, მისამართით. ვფიქრობ, უეფამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას.
ჩვენ უპირობოდ ვეწინააღმდეგებით რასიზმისა და დისკრიმინაციის გამოვლინებას როგორც სპორტში, ასევე ყველა სხვა სფეროში. არა რასიზმს!” – ვკითხულობთ ერდოღანის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.
Temsilcimiz Başakşehir’in teknik ekibinden Pierre Webo'ya karşı sarf edilen ırkçı sözleri şiddetle kınıyor, UEFA tarafından gereken adımların atılacağına inanıyorum.
Sporda ve hayatın tüm alanlarında ırkçılığa ve ayrımcılığa kayıtsız şartsız karşıyız. #Notoracism
— Recep Tayyip Erdoğan (@RTErdogan) December 8, 2020