თურქეთმა ნიდერლანდები უხვგოლიან მატჩში დაამარცხა (ვიდეო)
2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი თურქეთისა და ნიდერლანდების დაპირისპირებამ გახსნა. ფეხბურთის ექსპერტები ფავორიტად ფრანკ დე ბურის გუნდს მიიჩნევდნენ, თუმცა გამარჯება სენოლ გუნესის შეგირდებს დარჩათ.
მატჩში თურქთა შემტევის, ბურაკ ილმაზის ბენეფისი შედგა. “ლილის” შემტევმა მე-15 წუთზე ჰაკან ჩალჰანოღლუს საგოლე გადაცემა გამოიყენა, 34-ე წუთზე კი თერთმეტმეტრიანის რეალიზება შეძლო.
მეორე ტაიმიც მასპინძელთა გოლით გაიხსნა. ანგარიშში სამბურთიანი სხვაობა ჰაკან ჩალჰანოღლუმ დააფიქსირა (46′). კლაასენმა და დე იონგმა ორ წუთში ორი გოლის გატანა შეძლეს და მატჩში ინტრიგაც დააბრუნეს. თუმცა 81-ე წუთზე ილმაზმა ჰეთ-ტრიკი გაიფორმა და ნაკრებს სამი ქულა გაუნაღდა. აღსანიშნავია, რომ თამაშის მეხუთე დამატებულ წუთზე მემფის დეპაიმ პენალტი ვერ გაიტანა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ თურქეთისა და ნიდერლანდების ნაკრებების გარდა G ჯგუფში ლატვიის, ნორვეგიის, გიბრალტარისა და მონტენეგროს ნაკრებები იმყოფებიან.