თურქმა ფეხბურთელმა საკუთარი 5 წლის შვილის მკვლელობა აღიარა

თარიღი: მაისი 13, 2020

თურქეთის რანგით მეხუთე დივიზიონში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბის, “ბურსა ილდირიმსპორის” ფეხბურთელმა, ჩევჰერ თოქთაშმა გარდაცვლილი შვილის მკვლელობა რამდენიმე დღის შემდეგ აღიარა.

როცა ფეხბურთელის შვილი ბურსას ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაჰყავდათ, მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, ამიტომ ეჭვობდნენ, რომ ბავშვს კორონავირუსი ჰქონდა. 32 წლის ცენტრალურმა მცველმა საკუთარ კლუბს აცნობა, რომ მის შვილს სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ბავშვის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, თოქთაში ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში თავად მივიდა და აღიარა, რომ შვილი ბალიშით დაახრჩო. მან პოლიციას განუცხადა, რომ შვილი არასოდეს უყვარდა და მისი მოკვლაც ამიტომ გადაწყვიტა.

თურქმა სამართალდამცავებმა გვამის ექსჰუმორების ბრძანება გასცეს, ახლა კი გამოძიება მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები