თურქული პრესა მხოლოდ შენგელიაზე წერს – “ლევანთან ყველაფერი შევათანხმეთ”
თურქული სპორტული მედია დილიდან პრაქტიკულად მხოლოდ თბილისის “დინამოს” მარჯვენა შემტევზე, ლევან შენგელიაზე წერს და გავრცელებული ინფორმაციით, შენგელია “კონიასპორში” გადადის.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენგელია “დინამოში” დარჩებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, “კონიამ” თავის მიზანს მაინც მიაღწია.
“ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე რამდენიმე საათით ტრანსფერი დავასრულოთ. შენგელიასთან ყველაფერი შევათანხმეთ. ფეხბურთელი კონიაში ჩამოვა მალე და სამედიცინო შემოწმების შემდეგ, 2+1 წლიან კონტრაქტს გავაფორმებთ”, – “კონიასპორის” პრესსამსახური.
შენგელია “დინამო თბილისის” უდავო ლიდერია და მისით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ესპანური გუნდებიც იყვნენ დაინტერესებულნი, მათ შორის, “კადისი” აქტიურობდა ყველაზე მეტად, მაგრამ ლევანის ესპანეთში წასვლა არ გამოვიდა. ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაჩვენები შესანიშნავი თამაშის გამო ფეხბურთელი ნაკრებშიც გამოიძახეს.