ტიაგო ალკანტარამ “ლივერპულში” ჩატარებულ სადებიუტო მატჩში პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა

თარიღი: სექტემბერი 21, 2020

20 სექტემბერს ინგლისის პრემიერ ლიგაში ლონდონის “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “ლივერპული” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

მატჩის მეორე ნახევრის დასაწყისში იურგენ კლოპმა თამაშში ტიაგო ალკანტარა ჩართო. 29 წლის ნახევარმცველმა “ლივერპულის” მაისურით სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ ალკანტარამ პრემიერ ლიგაში რეკორდის დამყარება სადებიუტო მატჩშივე მოახერხა. ტიაგომ 45 წუთში 75 ზუსტი პასი გააკეთა. მას შემდეგ (2003-04), რაც ინგლისის ჩემპიონატჩში პასების სტატისტიკას ითვლიან, 75 ზუსტი პასი 45 წუთში აქამდე არავის ჰქონდა გაკეთებული.

იხილეთ ალკანტარას მომენტები “ჩელსისთან” მატჩში:



მსგავსი სიახლეები