ტიაგო მოტა „ატლეტიკოში“?
მადრიდის „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობა „პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველით ტიაგო მოტათი დაინტერესდა.
როგორც „Football Espana“ წერს, 32 წლის შუახაზელი მადრიდულ კლუბში მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავა, თუ ფეხბურთელი პარიზულ კლუბს კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე შეუთანხმდება.
შეგახსენებთ, რომ მოტა „ატლეტიკოში“ აქამდეც თამაშობდა – მადრიდულ კლუბში ის 2007/-08 წლების სეზონში ირიცხებოდა, თუმცა ხშირი ტრავმების გამო მხოლოდ 6 მატჩის ჩატარება მოახერხა.