ტიაგო მოტამ შესაძლოა “პსჟ” დატოვოს
როგორც ბრაზილიელი ნახევარმცველი აცხადებს, უახლოეს მომავალში მან შესაძლოა, სამუშაო ადგილი შეიცვალოს.
მოგეხსენებათ, 31 წლის მოთამაშე “პარი სენ ჟერმენის” შემადგენლობას 2012 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა. ამ დროის განმავლობაში, კი მან 46 მატჩის ჩატარება მოასწრო.
მიუხედავად ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებისა, მოტა ფიქრობს, რომ მან შესაძლოა, “პარკ დე პრენსი” მაინც დატოვოს, თუკი მას სათამაშო დრო არ მოემატება.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ფეხბურთელის მიმართ ინტერესი ტურინის “იუვენტუსმა” გამოხატა.
“პარიზში მშვენივრად ვარ, მაგრამ მინდა, ამ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა გავხე. თუ ეს ასე არ იქნება, მაშინ ალტერნატიული ვარიანტის მოძებნას დავიწყებ”, – განაცხადა ტიაგო მოტამ.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა 15 შეხვედრა გამართა და ორი ბურთის გატანა შეძლო.
სანდრო საპანაძე