ტიაგო სილვა: “მესი მსაჯებსაც აკონტროლებს”
ბრაზილიის ნაკრების მცველმა, ტიაგო სილვამ არგენტინასთან განცდილი მარცხის შემდეგ ლიონელ მესი გააკრიტიკა.
როგორც იცით, 15 ნოემბერს არგენტინის ნაკრებმა ბრაზილია ამხანაგურ მატჩში 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი მესიმ გაიტანა. ერთ-ერთ ეპიზოდში არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ბრაზილიელთა მთავარ მწვრთნელ ტიტეს გაჩუმებისაკენ უხეში ფორმით მოუწოდა. სილვა შეხვედრის დასრულების შემდეგ გაბრაზებული იყო და თქვა, რომ მესი თამაშის გარდა, მსაჯებსაც აკონტროლებს.
“მან ორ მეტოქეს ჩაარტყა, მსაჯმა კი არაფერი მოიმოქმედა. როცა არბიტრთან ვკამათობდი, მესიმ სიცილი დაიწყო. ის ყოველთვის ისე მოქმედებს, რომ მსაჯებმა სახიფათო ზონებში საჯარიმოები დანიშნონ.
ესპანეთში რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრე და ისინიც ამას ამბობენ, მესი აკონტროლებს თამაშსაც და მსაჯების გადაწყვეტილებებსაც. ჩემპიონთა ლიგაზე მას ეს არ გამოსდის, რადგან იქ უფრო მეტი სამართლიანობაა.
მსაჯები მესის მიმართ აღტაცებას გამოხატავენ და ხშირად მის მხარეს იხრებიან. ახლა ჩვენი პრობლემა ის იყო, რომ ნეიმარი გვაკლდა. რთულად გასაგებია, როცა მოედანზე პატივისცემაზე ვსაუბრობთ, ამ დროს კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ასე მოქმედებს. უფროს ადამიანთან ასე არ უნდა მოიქცე. მართალია, არსებობს დაპირისპირება, მაგრამ პატივისცემა უმთავრესია”, – ციტირებს სილვას სიტყვებს “მეტრო”.
GloboEsporte publica el momento en donde Lionel Messi habría mandado a callar al DT de Brasil, Tite pic.twitter.com/50QQPvi98d
— Daniel Navas V. (@DanielNavasV) November 15, 2019