ტიაგო სილვა: “ფრედს გოლების გატანა სულაც არ ჭირდება”
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ტიაგო სილვა აცხადებს, რომ გუნდის თავდამსხმელ ფრედს მისი სიძლიერის დასამტკიცებლად, გოლების გატანა სულაც არ ჭირდება.
“რა თქმა უნდა, ფრედი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. იმისათვის, რომ თავისი სიძლიერე დაამტკიცოს, გოლების გატანა სულაც არ ჭირდება. თუ მის თამაშებს კარგად დააკვირდებით, ნახავთ, რომ ის თანაგუნდელებს ტაქტიკურად დიდ დახმარებას უწევს”, – ამბობს “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელი.