ტიაგო სილვა: “პსჟ” საუკეთესო კლუბია, რომელშიც ოდესმე მითამაშია”
ფრანგული “პარის სენ-ჟერმენის” ბრაზილიელმა მცველმა, ტიაგო სილვამ აღნიშნა, რომ პარიზული კლუბი საუკეთესოა იმ კლუბთაგან, რომელშიც მას ოდესმე უთამაშია.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი სილვა “მილანის” რიგებში სწორედ მაშინ ირიცხებოდა, როდესაც “როსონერიმ” “სკუდეტო” მოიგო (2010-11). იმ დროს, მას გვერდს ისეთი ფეხბურთელები უმშვენებდნენ, როგორებიც არიან: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ალესანდრო ნესტა, ჯენარო გატუზო და კლარენს ზეედორფი.
“პსჟ” საუკეთესო კლუბია, რომელშიც ოდესმე მითამაშია,” – ციტირებს მის სიტყვებს BeIn Sport.
“მე ამ დიდებული გუნდის კაპიტანი ვარ, რაც ფანტასტიკური რამ არის. იმედი მაქვს, რომ პარიზში კიდევ დიდი ხანი დავრჩები.” – განცხადა 32 წლის სილვამ.