ტიაგო სილვა: “სერხიო რამოსის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ…”

თარიღი: აგვისტო 27, 2021

“პარი სენ-ჟერმენის” ყოფილი კაპიტანი ტიაგო სილვა მიიჩნევს, რომ პარიზული კლუბი მას არასწორად მოექცა, როცა შარშან ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა.

“სერხიო რამოსის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ როცა “პარი სენ-ჟერმენმა” მას ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, ის იმ ასაკის იყო, რა ასაკისაც მე გასულ წელს ვიყავი. ეს ჩემთვის სამწუხაროა. ამის შესახებ აქამდე არავისთან მისაუბრია. თავი ისე ვიგრძენი, თითქოს ამ კლუბისათვის არაფერი გამიკეთებია. ჩემი პსჟ-დან წასვლა უკვე წარსულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ საკითხზე ბევრს ვფიქრობ. ყველაფერი სხვაგვარად უნდა მომხდარიყო, რადგან მე პსჟ-ში არა 8 დღე ან 8 თვე, არამედ 8 წელი გავატარე. ერთად ბევრი გამარჯვება ვიზეიმეთ და წვლილი შევიტანე იმაში, რომ “პარი სენ-ჟერმენი” გამხდარიყო ისეთი დონის კლუბი, როგორიც ახლაა”, – უთხრა ტიაგო სილვამ ESPN Brazil-ს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა პარიზული კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით 35 წლის ასაკში დატოვა და “ჩელსის” შეუერთდა.



მსგავსი სიახლეები