ტიაგო სილვა: “თუ “რეალმა” გამოგვაგდო, ეს ჩემი, ემერის და თითოეული ჩვენგანის ბრალია”
3 აპრილს “პარი სენ-ჟერმენმა” საფრანგეთის თასის ფინალში “მონაკო” დაამარცხა (3:0). მატჩის შემდეგ პარიზელთა ბრაზილიელმა მცველმა და კაპიტანმა, ტიაგო სილვამ პრესასთან კომენტარი გააკეთა.
“ეს ტიტული ჩვენ და უნაი ემერიმ მოვიგეთ. ისევე როგორც წაგების დროს, ასევე მოგებისასაც, პასუხისმგებლობას თანაბრად ვინაწილებთ. არ შეიძლება, ყველაფერი მხოლოდ მწვრთნელს დავაბრალოთ.
თუ “რეალმა” ჩემპიონთა ლიგიდან გამოგვაგდო, ეს პირადად ჩემი, მთავარი მწვრთნელის და გუნდის თითოეული ფეხბურთელის ბრალია. ფეხბურთი ასეა მოწყობილი.
გულშემატკივრები ყოველთვის დამნაშავეს ეძებენ, გასულ სეზონში, როდესაც “ბარსელონამ” გამოგვაგდო მე მაბრალებდნენ ყველაფერს. ასე არ შეიძლება. ყველაფერს სეზონის დასრულების შემდეგ ავწონ-დავწონით,” – აცხადებს ტიაგო სილვა.