ტიაგო სილვა: “წლევანდელი “პსჟ” შარშანდელზე ძლიერია”
ფრანგული “პსჟ” ლიგა 1-ში არც ისე კარგად გამოიყურება. პარიზელები მესამე ადგილზე არიან და პირველადგილოსან “ნიცას” მთელი 5 ქულით ჩამორჩებიან.
მიუხედავად არც ისე წარმატებული სვლისა, გუნდის კაპიტანი, ტიაგო სილვა აცხადებს, რომ უნაი ემერის დამოძღვრილი “პსჟ” უფრო ძლიერია, ვიდრე – ლორან ბლანის.
“წელს უფრო აგრესიულები ვართ და უფრო მეტად ორიენტირებული იმაზე, რომ მეტი გოლი გავიტანოთ.”
“გასულ სეზონში, ბლანის მწვრთნელობის დროს, ჩვენ ბევრს ვიტანდით, თუმცა, არ ვცდილობდით, რომ პირველის შემდეგ, მეორე, მესამე გოლიც შეგვეგდო. წელს კი, ემერის ფორმაციის “პსჟ” სულ სხვაა. მუდამ ვდილობთ ანგარიშის გაზრდას და ამით მეტოქესაც ვცემთ პატივს.”
“გავიხსენოთ “ლორიანთან” თამაში, რომელშიც ხუთჯერ ავიღეთ მეტოქის კარი.”
“რაც შეეხება ჩემპიონატში ჩვენს მდგომარეობას… ვფიქრობ, ყოველთვის რთულია, როცა მწვრთნელთა შტაბს მთლიანად იცვლი და ახალ ფილოსოფიასთან გიწევს შეგუება. ამას გარკვეული დრო სჭირდება. 6 თვის შემდეგ ფეხბურთელები სრულფაოვნად მიხვდნენ, თუ რა უნდათ მწვრთნელებს. სწორედ ეს მაძლევს იმის თქმის საბაბს, რომ მომავალში გაცილებით უკეთეს შედეგებს დავაფიქსირებთ,” – განაცხადა ტიაგო სილვამ.