ტიაგომ “ბაიერნს” გამოსამშვიდებებლი წერილი მიუძღვნა
“ბაიერნის” ნახევარმცველ ტიაგო ალკანტარას ტრანსფერი “ლივერპულში” უახლოეს საათებში უნდა დადასტურდეს. ესპანელმა ფეხბურთელმა “რეკორდმაისტერს” გამოსამშვიდებებელი წერილი მიუძღვნა.
“დიახ, ეს ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო ჩემ კარიერაში. გადავწყვიტე დავასრულო ისტორია დიდებულ კლუბთან. ბოლო შვიდი წლის მანძილზე “ბაიერნში” ვიზრდებოდი. იყო გამარჯვებები, იმედგაცრუებები, ბედნიერების მომენტები.
ყველაზე მეტად იმით ვამაყობ, რომ მიუნხენში მოვედი როგორც ახალგაზრდა მეოცნებე კაცი და კლუბი სრულად რეალიზებულმა დავტოვე. ჩემ თავს ვაიდენტიფიცირებ კლუბთან, ისტორიასთან, ფილოსოფიასთან, ენასთან და კულტურასთან.
ქალაქში და საყვარელ “ალიანც-არენაზე” მე და ჩემმა ოჯახმა არაერთი ფანტასტიკური მომენტი განვიცადეთ. “ბაიერნი” ყოველთვის დარჩება ისეთ ადგილთან, სადაც თავს სახლში ვიგრძნობ.
ჩემი გადაწყვეტილება მხოლოდ სპორტული მოტივებით არის განპირობებული. როგორც ფეხბურთელს, ახალი გამოწვევები მჭირდებდა,” – ვკითხულობთ ტიაგოს წერილში.