ტიაგუ სილვა: “ორი უძლიერესი შემტევი ხაზის მქონე გუნდის დაპირისპირება გველის”
2018/19 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ცენტრალურ მატჩს “ენფილდი” უმასპინძლებს, სადაც “ლივერპული” “პარი სენ-ჟერმენს” მიიღებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სიტყვით “პსჟ”-ს ბრაზილიელი კაპიტანი, ტიაგუ სილვა გამოვიდა.
“ბოლო 6-7 წლის განმავლობაში, “პარი სენ-ჟერმენი” რეგულარულად პროგრესირებდა და ძლიერ გუნდს აშენებდა, რომელაც ასეთ რთულ მატჩებში უნდა მიეღო მონაწილეობა. ჩვენ დიდ მატჩებში “ჩელსის” დამარცხება შევძელით, თუმცა დანარჩენებთან დავმარცხდით.
ყოველ მწვრთნელს თავისი განსაკუთრებული უნარი აქვს. ტომას ტუჰელთან მუშაობით დიდ საიმოვნებას ვიღებ. ყველაფერი, რასაც მან აქამდე მიაღწია, დაიმსახურა. ის ყველაფერს აადვილებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რისი გაკეთებაც მწვრთნელს შეუძლია.
დიდებული, ძალიან რთული მატჩი გველის. დარწმუნებული ვარ, რომ მოედანზე შესანიშნავი ატმოსფერო იქნება და “ლივერპულიც” ძლიერად შეგვიტევს. სინამდვილეში, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული: მათ მომზადებულად უნდა შევხვდეთ. წინ მსოფლიოს ორი უძლიერესი შემტევი ხაზის მქონე გუნდების დაპირისპირება გველის,” – აცხადებს ბრაზილიელი ფეხბურთლი მატჩის წინ.
შეგახსენებთ, რომ ზემოთხსენებული მატჩი სტარტს 18 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს.