ტიაგუ სილვა: “როდესაც კოსტარიკელებს ბურთი დავუბრუნე, ნეიმარმა შეურაცხყოფა მომაყენა”
ბრაზილიის ნაკრების მცველმა ტიაგუ სილვამ განაცხადა, რომ კოსტა რიკის წინააღმდეგ გამართული მატჩის (2:0) მიწურულს მასსა და ნეიმარს შორის ურთიერთობა დაიძაბა. 83-ე წუთზე, როდესაც ტაბლოზე ჯერ კიდევ ნულოვანი ფრე იყო, ტიაგუ სილვამ ფეარ-პლეის წესი დაიცვა და ბურთი კოსტარიკელებს დაუბრუნა, რამაც ნეიმარის გაღიზიანება გამოიწვია.
“ნეიმარის საქციელი არ მომეწონა. როდესაც კოსტარიკელებს ბურთი დავუბრუნე, მან შეურაცხყოფა მომაყენა. მე ვფიქრობ, რომ იმ ეპიზოდში მართალი ვიყავი. ჩემმა მოქმედებამ დროც დაგვიზოგა. მე ბურთი დავაბრუნე, რადგან იმ მომენტში დაწინაურება მაინც არ შეგვეძლო. ნეიმარის რეაქციას მშვიდად შევხვდი, მაგრამ ჩემ მიმართ ასეთი ქცევა ნამდვილად გულდასაწყვეტი იყო”, – ციტირებს ტიაგუ სილვას სიტყვებს AFP.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრებმა კოსტა რიკა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ფილიპე კოუტინიოსა და ნეიმარის გოლების წყალობით, ანგარიშით 2:0 დაამარცხა.