ტიბო კურტუა: “ფავორიტები არა, აუტსაიდერები ვართ”
მართალია, ფეხბურთის ბევრი ექსპერტი ბელგიის ნაკრებს მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევს, თუმცა ტიბო კურტუა ასე არ თვლის. ბელგიელები საფეხბურთო ზეიმს 18 ივნისს, დებიუტანტი პანამას წინააღმდეგ გასამართი მატჩით შეუერთდებიან.
“ჩვენ ძალიან ნიჭიერი და კვალიფიცირებული ფეხბურთელები გვყავს. ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ და ნაკრები საუკეთესო თამაშს აჩვენებს. თვითდაჯერებულები ვართ.
უსამართლო იქნება, დიდი ფავორიტების სახელი რომ დავირქვათ. აუტსაიდერები ვართ, მაგრამ წარმატების შანსი გვაქვს. გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების, მაგრამ არ ვაპირებთ წინასწარ დიდი განცხადებები ვაკეთოთ.
ოთხი წლის წინანდელი ბელგიის ნაკრები გმოუცდელი იყო, ბრაზილიაში შეცდომები დავუშვით. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ბევრი რამ ვისწავლეთ. ვიცით, რას უნდა ველოდოთ. თავს მშვიდად ვგრძნობთ, მზად ვართ,” – აცხადებს კურტუა.