ტიერი ანრი: “მინდა სიცოცხლის ბოლო დღემდე “არსენალის” მწვრთნელი ვიყო”

თარიღი: თებერვალი 25, 2020

ლონდონის “არსენალის” ლეგენდა ტიერი ანრი აღიარებს, რომ მომავალში “მეთოფეთა” მთავარი მწვრთნელის დაკავებაზე ოცნებობს. შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფეხბურთელი ლონდონში 1999-2007 წლებში თამაშობდა.

“მართალია, “არსენალის” მწვრთნელობაზე ვოცნებობ, თუმცა ასევე ვოცნებობ კალათბურთის თამაშისას ბურთის კალათში ჩატენვაზეც. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალში აუცილებლად მოხდება.

მაგრამ დიახ, მინდა სიცოცხლის ბოლო დღემდე “არსენალის” მწვრთნელი ვიყო,” – აცხადებს ანრი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ტიერი ანრის “არსენალის” მაისურით 376 ოფიციალურ შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და 228 გოლი გატანილი.

მსგავსი სიახლეები