ტიერი ანრი „Sky Sports“-ზე იმუშავებს
ლეგენდარული ფრანგული ფეხბურთელი ტიერი ანრი, რომელმაც სამშაბათს მოთამაშის კარიერა დაასრულა, ინგლისურ ტელევიზიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი საფეხბურთო ექსპერტი გახდება.
როგორც ცნობილია, ტელეარხმა „Sky Sports“-მა ფრანგს, ხელფასის სახით, ხუთი მილიონი ევრო შესთავაზა. აქამდე ყველაზე მაღალანაზღაურებადი საფეხბურთო ექსპერი„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-კაპიტანი გარი ნევილი იყო, რომლის ხელფასიც 1,5 მილიონ ევროს შეადგენს.