ტიერი ანრიმ თავისი კარიერის საუკეთესო გოლი დაასახელა (ვიდეო)
ლონდონის “არსენალის” ლეგენდამ, ტიერი ანრიმ თავისი კარიერის საუკეთესო გოლი დაასახელა.
ვეტერანმა ფრანგმა ინგლისის პრემიერ ლიგაში, 2004 წელს, “ლივერპულის” კარში გატანილი გოლი გამოარჩია.
“იყო გოლი, რომელიც გოლზე მეტია. არა იმიტომ, რომ ლამაზია ან თუნდაც, იმ მომენტში რამდენიმე მეტოქე მოვატყუე. მაშინ, როცა გავიტანე, ანგარიში 3:2 გახდა და ვიგრძენი, რომ სტადიონი სუნთქვდა. ახლაც მახსოვს, რას ვგრძნობდი მაშინ”, – განაცხადა ანრიმ Sky Sports-ის ეთერში.
იხილეთ ვიდეო