ტიმ კეჰილი კარიერას ასრულებს, თუმცა ფეხბურთს არ ემშვიდობება
“ევერტონისა” და “მილუოლის” ყოფილმა ნახევარმცველმა, ტიმ კეჰილმა, დაადასტურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ინდური სუპერ ლიგის კლუბ “ჯამშედპურთან” კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს.
ავსტრალიელმა ფეხბურთელმა სანაკრებო კარიერა 2018 წლის შემდეგ დაასრულა, საკლუბოს დასრულებამდე კი სულ რაღაც ერთი თვეა დარჩენილი. მიუხედავად ამისა, ის ფეხბურთს არ ემშვიდობება.
“კარიერას ვასრულებ. საფეხბურთო ასაკით უკვე მოხუცი კაცი ვარ. დიდი საიმოვნებით გავაგრძელებდი კარიერას, თუმცა უკვე 39 წლის ვარ. ტელევიზიით ვარ დაინტერესებული და მალევე ვაპირებ A-ლიცენზიისთვის ბრძოლას.
მადლობელი ვარ, ასეთი კარიერა რომ მქონდა. ოთხ განსხვავებულ კონტინენტზე ვითამაშე და ეს დიდებული რამ იყო. ფეხბურთს უდიდეს პატივს ვცემ და მინდა, უფრო მეტი ვისწავლო,” – აცხადებს კეჰილი.
ცნობისთვის გეტყვით, რომ კეჰილი ავსტრალიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახლავთ 108 მატჩში გატანილი 50 გოლით.