ტიმ ვიზე ფეხბურთს დაუბრუნდა
ბრემენის “ვერდერისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე, ტიმ ვიზე ფეხბურთს დაუბრუნდა.
ვიზემ საფეხბურთო კარიერა 2014 წელს, “ჰოფენჰაიმში” დაასრულა და რესლინგში ძალების მოსინჯვა გადაწყვიტა, 2016 წელს კი, ამ სპორტის სახეობაში მისი დებიუტიც შედგა.
როგორც ჩანს, 35 წლის მეკარემ ფეხბურთის გარეშე დიდხანს ვერ გაძლო და სულ რამდენიმე დღის წინ გერმანიის რანგით მე-6 დივიზიონში, “დილინგენის” რიგებში ითამაშა.
“დილინგენი” “ჰაუნსჰეიმს” დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. ვიზემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და თქვა, რომ ბუნდესლიგაში დაბრუნების სურვილი აქვს.
“დაბრუნების შემდეგ, ეს ჩემი პირველი მატჩი იყო და ვფიქრობ, კარგად ვითამაშე. ჯერ არ ვიცი, რამდენი ხნით დავრჩები მე-6 დივიზიონში, მაგრამ ჩემი აზრით, ბუნდესლიგის დონეზე თამაში კვლავაც შემიძლია”, – განაცხადა ვეტერანმა კარის დარაჯმა.
Former Germany goalkeeper Tim Wiese who started a career as a professional wrestler made his football comeback with SSV Dillingen pic.twitter.com/pRArd3Jt4q
— Bayern & Germany (@iMiaSanMia) April 1, 2017