ტიმოტი ვეამ “პსჟ”-სთან პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ჯორჯ ვეას (რომელიც “პსჟ”-ში 1992-1995 წლებში თამაშობდა) შვილმა, ტიმოტიმ “პსჟ”-სთან პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ფრანგების ოფიციალური გვერდი იტყობინება.
17 წლის თავდამსხმელი 2020 წლამდე დარჩება გუნდში. საგულისხმოა, რომ აშშ-ს მოქალაქე 2014 წლიდან თამაშობდა “პსჟ”-ს აკადემიაში და საკმაოდ წარმატებულადაც იცავდა ამ გუნდის ღირსებას.
ვეათი ისეთი გრანდები ინტერესდებოდნენ, როგორებიც ჩელსი, მილანი და სხვა ფრანგული კლუბებია.
“მოხარული ვარ, რომ ამ ახალი კონტრაქტით “პსჟ”-ში თამაშს გავაგრძელებ. მინდა, რომ ვპროგრესირდე და პირველი გუნდისთვის მალე ვითამაშო,” – აცხადებს ტიმოტი.