ტიტე ბოლივიასთან მატჩში ბრაზილელი ფანების სტვენას გამოეხმაურა
კოპა ამერიკის 2019 წლის გათამაშება ბრაზილიისა და ბოლივიის საფეხბურთო ნაკრებების დაპირისპირებამ გახსნა (3:0). გამარჯვების მიუხედავად მატჩში იყო მომენტები, როდესაც ბრაზილიელი ფანები ფეხბურთელებს უსტვენდნენ, რასაც გუნდის თავკაცი ტიტე გამოეხმაურა.
“როდესაც გუნდი კარგად ვერ თამაშობს, გულშემატკივრები შესაბამისად რეაგირებენ და უკმაყოფილებას სტვენით გამოხატავენ. ასეთ დროს მათგან ურთიერთგაგებას არ უნდა ელოდო, ეს ბუნებრივია.
როდესაც ფეხბურთელებს ფლანგიდან ცენტრში გადააქვთ ბურთი, შემდეგ კი უკან, მეკარეს უბრუნებენ, ბუნებრივია, რომ ფანები სტვენას იწყებენ. მაგრამ უნდა გავიაზროთ, რომ სწორედ ასეთი მომენტებისგან იქმნება კარგი შეტევაც და დგება თამაშიც.
როდესაც მეტოქე ფეხბურთელს ატყუებენ ფანები ტაშს უკრავენ. თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი თამაშის შექმნაა. ფეხბურთელებს, შესაძლოა, დაუსტვინონ, თუმცა მათ ეს მომენტი უნდა გადალახონ,” – აცხადებს ტიტე.