ტიტე: ” პლეი-ოფში ბრაზილიის ნაკრები კიდევ უფრო კარგად ითამაშებს”
ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია, თუმცაღა მათი თამაში არც ისე სახარბიელო იყო. “სელესაოს” მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ, ფანები დააიმედა, რომ ბრაზილია მომდევნო ეტაპზე გაცილებით უფრო კარგ თამაშს აჩვენებს.
“ჩვენ მზად ვართ დიდი ზეწოლის მიუხედავად წარმატებით ვიასპარეზოთ. ამისთვის კი მთავარი დაბალანსებული გუნდია. შემცვლელი თითქმის ყველა პოზიციაზე გვყავს. გუშინ მარსელომ ტრავმა მიიღო, თუმცა ფერნანდინიომ მისი შეცვლა შეძლო – ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენს მიმართ დიდი მოლოდინია, თუმცა ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან ძლიერები ვართ. ჩვენთვის მთავარი ზრდა და პროგრესია. ჯგუფში სამი მატჩი ჩავატარეთ და სამივე შეხვედრაში იგრძნობოდა პროგრესი.
მსოფლიო ჩემპიონატი მოკლე ტურნირია და მაქსიმალურად უნდა იყო მზად. დარწმუნებული ვარ, რომ პლეი-ოფში ბრაზილიის ნაკრები კიდევ უფრო კარგად ითამაშებს,” – აცხადებს ტიტე.