ტიტემ კოპა ამერიკისათვის ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ მოახლოებული კოპა ამერიკისათვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
კოპა ამერიკაზე ვერ ითამაშებს მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი ვინისიუს ჟუნიორი, რომელმაც მარტში ტრავმა მიიღო. მართალია, ის მოედანს უკვე დაუბრუნდა, თუმცა ბრაზილიელთა თავკაცმა ის ნაკრებში მაინც არ იხმო. ასევე, ტიტემ 23-კაციან შემადგენლობაში “ლივერპულის” საყრდენი ნახევარმცველი, ფაბინიო არ შეიყვანა.
ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: ალისონი (ლივერპული), ედერსონი (მანჩესტერ სიტი), კასიო (კორინთიასი);
მცველები: დანი ალვეში (პსჟ), ფაგნერი (კორინთიასი), ალექს სანდრო (იუვენტუსი), ფილიპე ლუისი (ატლეტიკო), ტიაგო სილვა (პსჟ), მარკინიოსი (პსჟ), მირანდა (ინტერი), მილიტაო (პორტუ);
ნახევარმცველები: კაზემირო (რეალი), ფერნანდინიო (მან სიტი), არტური (ბარსელონა), ალანი (ნაპოლი), კოუტინიო (ბარსელონა), პაკეტა (მილანი), ევერტონი (გრემიო);
თავდამსხმელები: ნეიმარი (პსჟ), ნერეში (აიაქსი), რიჩარლისონი (ევერტონი), ფირმინო (ლივერპული), გაბრიელ ჟესუსი (მანჩესტერ სიტი).