ტობი ალდერვეირელდი: “რუსეთში თამაში ყოველთვის რთულია!”
დღეს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები გაიმართება. ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში ლონდონის “ტოტენჰემი” მოსკოვს ეწვევა და ადგილობრივი “ცეესკას” წინააღმდეგ იასპარეზებს.
აღნიშნული თამაშის წინ “სპურსების” მცველმა, ტობი ალდერვეირელდმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“რუსეთში ჩასვლა და თამაში ყოველთვის რთულია; განსაკუთრებით, როცა ეს ჩემპიონთა ლიგაზე ხდება.”
“ჩვენ “ცეესკას” წინააღმდეგ დაპირისპირებაში ყველა ძლიერი მხარე უნდა გამოვიყენოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ. დანარჩენი, თავისით მოვა!”
“რუსეთში ადრეც მითამაშნია. მაშინ “აიაქსში” ვირიცხებოდი. ახალგაზრდები ვიყავით და ამ ქვეყნის სტადიონზე შექმნილმა ატმოსფერომ შეგვაშინა და დაგვთრგუნა. ახლა “ტოტენჰემში” ვარ, უძლიერეს ჩემპიონატში ვთამაშობთ და ვიცით, რთული შეხვედრები როგორ მოვიგოთ.”
“მოკლედ, ყველანაირად მზად ვართ და შევეცდებით, ჩემპიონთა ლიგაზე პირველი სამი ქულა მოვიპოვოთ!” – განაცხადა ბელგიის ნაკრების მცველმა.