ტოჩი ჩემპიონობას მიუახლოვდა, გაგა – მაკე-კოშს

თარიღი: მარტი 21, 2014

ძალიან ლამაზი, დაძაბული და სანახაობრივი ორთაბრძოლებით დახუნძლული გამოდგა მე-12 დღე ჰარუ ბაშოზე. თუმცა, ვიდრე მათ მიმოხილვას შევუდგებოდე, გეტყვით, რომ ბულგარელმა ექს-ოძეკიმ და ამჟამად სეკივაკეს წოდების მატარებელმა, 31 წლის კოტოოშუმ დღეს ოფიციალური განცხადება გააკეთა, თავისი სპორტული კარიერის დასრულების თაობაზე.
კალოიან მახლიანოვმა პროფესიულ დოჰიოზე 2002 წლის ნოემბერში დადგა ფეხი და პირველი ევროპელი სუმოისტი გახდა, ვინაც ოძეკის საპატიო წოდება მიიღო. სხვათა შორის, ეს მან რეკორდულად მოკლე დროში მოახერხა – მაე-ძუმოდან (სუმოს საწყისი ლიგა) ოძეკის ტიტულამდე გზის გასავლელად კოტოოშუს მხოლოდ 19 ბაშო დასჭირდა, ანუ ზუსტად 3 წელი და 2 თვე.
2008 წლის მაისის ბაშო ყველაზე გამორჩეული გახდა ბულგარელის კარიერაში – მან იმპერატორის თასი მოიგო და პირველი ევროპელი რიკიში გახდა, ვინც ასეთ წარმატებას მიაღწია.
202 სმ. სიმაღლის კოტოოშუ 8 წლის მანძილზე ამაყად ატარებდა ოძეკის საპატიო ტიტულს. ხრიშმა ტრავმებმა კი მეტი წინსვლის საშუალება არ მისცა ბულგარელს და მისი კარიერის დასრულებაშიც ძალიან დიდი “წვლილი” დაიდო. 11-წლიანი (ოდნავ მეტი) ასპარეზობის თავზე კოტოოშუმ სულ 68 ბაშოზე მიიღო მონაწილეობა, ჩაატარა 864 ორთაბრძოლა, საიდანაც 537-ში გამარჯვება იზეიმა. მაკუუჩი დივიზიონში იყო 1-გზის ჩემპიონი, 4-გზის ვიცე-ჩემპიონი, 2-ჯერ ფლობდა შუკუნ-შოს (სანახაობრივი ბრძოლებისთვის დაწესებულ პრიზს) და 3-ჯერ კანტო-შოს (მებრძოლი სულის გამოვლენისათვის დაწესებულ პრიზს). ასევე თითოჯერ გახდა ჩემპიონი ჯურიოს, მაკუშიტასა და ჯონოკუჩის დივიზიონებში.
კარიერის დასრულების შემდეგ კოოტოშუ რჩება თავის კლუბში (სადოგატაკე) და უმცროს მწვრთნელად იმუშავებს.
დღევანდელმა დღემ ჰარუ ბაშოზე ერთპიროვნული ლიდერი დაგვიტოვა, იოკოძუნა ჰაკუჰოს სახით, ვინაიდან და რადგანაც მეორე იოკოძუნა ჰარუმაფუჯიმ პირველი მარცხი იწვნია ტურნირზე. “მზიური ცხენი” საკუთარ თანამემამულე ოძეკი კაკურიუსთან დამარცხდა (ოკურიდაშით), რომელიც იოკოძუნას წოდების მისაღებად იბრძვის. ამისთვის კი “ყანჩა-დრაკონს” მიმდინარე ბაშოს მოგება სჭირდება, თანაც ისე, რომ აქტივში მინიმუმ 13 გამარჯვება ქონდეს. ამჟამად კი მის ბალანსში (ისევე როგორც ჰარუმაფუჯის) 11 მოგება და 1 მარცხია.
რაც შეეხება ჰაკუჰოს, მან თავისი მე-12 გამარჯვება იაპონელ ოძეკი კისენოსატოსთან მოიპოვა. ჰაკუჰო-კისენოსატოს ჯახმა “ტრადიცია” არც ამჯერად დაარღვია და პუბლიკას კიდევ ერთხელ შესთავაზა დაძაბულობით სავსე შოუ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ “თეთრმა ფენიქსმა” ძალიან აგრესიულად იბრძოლა და უშანსოდ მოუგო იაპონელ ოძეკის. მან კისენოსატო ოშიტაოშის ილეთით გადაისროლა დოჰიოდან.
დღის კიდევ ერთი მშვენება გამოდგა იაპონელთა ახალი იმედის, პირველი მაეგაშირა ენდოსა და იაპონელი კომუსუბი შოჰოძანის დაპირისპირება. ახალბედა ენდომ ნამდვილი მებრძოლი სული გამოავლინა, რამოდენიმე ეპიზოდში ლამის უშანსო მდგომარეობიდან დაიძვრინა თავი და საბოლოოდ, იორიკირით გაიყვანა ქარიზმატული შოჰოძანი ტავარას (დოჰიოს ხაზი) მიღმა. ამ შერკინების შესახებ ჩვენი ვიდეო მიმოხილვების ავტორმა, კინტამაიამამ ასეთი კომენტარი გააკეთა: “თუკი შემდეგში ვინმე იდიოტი დაგცინებთ სუმოს სიყვარულის გამო, აჩვენეთ მას ეს ბრძოლა!”
სანახაობრივად გამორჩეული შერკინება შემოგვთავაზეს ბულგარელმა გოლიათმა, აოიამამ და ეგვიპტელმა ამომავალმა ვარსკვლავმა, ოსუნაარაშიმ, რომელიც ტრავმით გამოწვეული 2-დღიანი უქმობის შემდეგ დაუბრუნდა დოჰიოს. მიუხედავად ეგვიპტელის აგრესიული ბრძოლისა, გამოცდილებით მაღლა მდგომმა ბულგარელმა გაუძლო მეტოქის იერიშებს და უცაბედი ჰატაკიმოით დასცა იგი დოჰიოზე.
ყოვლად ამოუხსნელად, კვლავ მარცხი იწვნია დღეს ჩვენმა გაგამარუმ, იაპონელ მე-8 მაეგაშირა ტაკარაფუჯისთან. ეს სუმოისტი, მერწმუნეთ, არაფრით არ გახლავთ გამორჩეული, თუმცა გაგასთვის ჯერ-ჯერობით აუღებელ ციხედ იქცა. ჩვენებურმა მე-4 ორთაბრძოლა გამართა დღეს ამ იაპონელთან და ამჯერადაც დამარცხდა. ტაკარაფუჯი ქართველ გოლიათს ხელიდან დაუსხლტა, უკნიდან შემოუბრუნდა და ოკურიდაშით გაიყვანა დოჰიოდან.
შედეგად, გაგამარუს ბალანსში უკვე 7 მარცხია, 5 მოგების წილ და ერთი ნაბიჯი აშორებს მაკე-კოშამდე (უარყოფითი ბალანსი). ამისგან თავის დასაღწევად კი სამივე დარჩენილი ორთაბრძოლის მოგება ესაჭიროება მას.
მომდევნო შერკინება მე-9 მაეგაშირად განთესილ ქართველ გოლიათს მონღოლ მე-14 მაეგაშირა, აძუმარიუსთან ექნება, რომელსაც ასევე ერთი ნაბიჯი აშორებს მაკე-კოშისგან (5-7). გაგამარუ მონღოლს აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვედრია და ოშიდაშით ყავს დამარცხებული.
მაკუშიტა დივიზიონში დღეს ორთაბრძოლა არ გაუმართავს 55-ე ნომრად განთესილ ლევან გორგაძეს. ხვალ კი მას ფინალური შერკინება ელის დივიზიონის 24-ე ნომერ, იაპონელ მუსაშიუმისთან. ეს 33 წლის იაპონელი რიკიში და ჩვენი ტოჩინოშინი 6-6 მოგებით ლიდერობენ მაკუშიტას და სწორედ მათ შორის გამარჯვებული გახდება რანგით მე-3 დივიზიონის ჩემპიონი.
მუსაშიუმიზე ორი სიტყვით გეტყვით, რომ 1997 წლიდან დგას დოჰიოზე და 102-ე ბაშოს ატარებს კარიერაში. თუმცა, მაქსიმალური რეიტინგი, რისთვისაც მიუღწევია, ეს არის მაკუშიტას მე-6 ნომრობა, ხოლო ერთადერთხელ ფლობდა ჯონიდანის (რანგით მე-5 დივიზიონის) ჩემპიონის ტიტულს.
ასე რომ, ტოჩის ძალიან კარგი შანსი აქვს, ტრავმის შემდეგ პირველივე ბაშოზე ჩემპიონობა იზეიმოს… მართალია, რანგით მე-3 დივიზიონში, თუმცა ჩემპიონობა ყველგან დასაფასებელი და გასახარელია.
წარმატებები ვუსურვოთ ჩვენ ბიჭებს!

ამირან ურუშაძე

 



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ლევან საგინაშვილის ჟესტი დევონ ლარატის პროვოკაციაზე (ვიდეო)

დუბაიში გამართულ King Of The Table 4-ზე ლევან საგინაშილმა კანადელი დევონ ლარატი უშანსოდ დაამარცხა. “ქართველმა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლევან საგინაშვილმა ლარატი უშანსოდ, 6-0 გაანადგურა (ვიდეო)

“ჰალკმა” მსოფლიო ლეგენდა დევონ ლარატის წინააღმდეგ საუცხოო ძალა აჩვენა და ლარატი 6-0 გაანადგურა. მეტოქეს არცერთ […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

საოცარი კადრები – მწვრთნელმა მოცურავე სიკვდილს გადაარჩინა

ამერიკელმა პროფესიონალმა მოცურავე ანიტა ალვარესმა ცურვის დროს გონება დაკარგა და მისი გადრჩენა მწვრთნელმა შეძლო. ეს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რომან დოლიძემ გამარჯვების შემდეგ დანა უაითს მიმართა

19 ივნისს, რომან დოლიძემ UFC-ში მეხუთე შეხვედრა გამართა. ქართველი მებრძოლი ამერიკელ კაილ დაუკასს დაუპირისპირდა და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რომან დოლიძემ დაუკასი 1 წუთში საოცარი ილეთით დაამარცხა! (ვიდეო)

რომან დოლიძემ UFC-ში რიგით მეხუთე ორთაბრძოლა გამართა. ქართველი მებრძოლია ამერიკელ კაილ დაუკასს დაუპირისპირდა და მეტოქე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რომან დოლიძემ და გურამ ქუთათელაძემ წონები ჩააბარეს (ვიდეო)

18 ივნისს, 23:55 საათიდან UFC Fight Night-ზე ორი ქართველი იბრძოლებს. ღონისძიებას 00:00 საათიდან რომან დოლიძე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როდის დაბრუნდება ლაშა ბექაური ტატამიზე? სავარაუდო დრო ცნობილია

ლაშა ბექაური 2021 წლის 28 ივლისს ტოკიოში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და ქვეყანას ოლიმპიადაზე მაშინ პირველი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ტალახაძე: “მწვრთნელს არ დავუჯერე, ეს ჩემთვის კარგი გაკვეთილი იყო”

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატისასთვის მოსამზადებელ ეტაპზე მიღებული ტრავმის შესახებ ისაუბრა. როგორც იცით, 5 […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

კოსტა ჯანაშიამ მერაბ დვალიშვილით ივარჯიშა (ვიდეო)

“ქართველმა ხარმა” კოსტა ჯანაშიამ UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ცალი ხელით აწია და მაგრად ივარჯიშა.   […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გვარდიოლამ ყველა დროის საუკეთესო ესპანელი სპორტსმენი დაასახელა

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ყველა დროის საუკეთესო ესპანელი სპორტსმენი დაასახელად. მისი აზრით, ეს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გიორგი ჭინჭარაული ტალახაძეზე: “შევეცადეთ ეს ინფორმაცია არ გაგვევრცელებინა”

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა ექიმმა გიორგი ჭინჭარაულმა ლაშა ტალახაძის ევროპის ჩემპიონატის მეექვსედ მოგების შემდეგ სოციალურ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

28 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება. უკვე ცნობილია, როგორი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ზურაბ დათუნაშვილი: “ნიკა გვარამიას დაჭერა საქართველოში თავისუფალი სიტყვის ჩახშობაა&#

საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი და სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილი კომენტარს აკეთებს. “დღეს რაც ქვეყანაში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლიანა ჯოჯუამ დაუმარცხებელ რუსთან წააგო – “მგელის” ზედიზედ მე-3 მარცხი

ქართველმა მებრძოლმა ლიანა ჯოჯუამ ARES Fighting Championship-ზე სადებიუტო შეხვედრა გამართა და დაუმარცხებელ რუსთან, დარია ჟელეზნიაკოვასთან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გიგა ჭიკაძე: “მე UFC-ის ჩემპიონი გავხდები!”

ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ სოციალურ ქსელ ტვიტერში მოკლე პოსტი დაწერა. “მე UFC-ის […]...
წაკითხვა