ტოჩი მაკუშიტას ჩემპიონია!

თარიღი: მარტი 22, 2014

გილოცავთ ყველა გულშემატკივარს, ტოჩინოშინი მაკუშიტა დივიზიონის ჩემპიონია!
დღეს ჩვენმა სუმოისტმა დივიზიონის 24-ე ნომერი, იაპონელი მუსაშიუმი იორიკირით გაიყვანა დოჰიოდან და კონკურენეტებისთვის მიუწვდომელი შეიქნა!
ლევან გორგაძემ შვიდივე ორთაბრძოლა გამარჯვებით დაასრულა ჰარუ ბაშოზე და ზეგ, ტურნირის საფინალო დღეს, ოფიციალურად ჩაიბარებს მაკუშიტას (რანგით მე-3 დივიზიონის) ჩემპიონობის დიპლომს.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინს უმძიმესი ტრავმის გამო მთელი 8 თვე გაუცდა, რის გამოც უმაღლესი დივიზიონიდან მაკუშიტაში 55-ე ნომრამდე დაქვეითდა. დოჰიოზე დაბრუნება კი პირველივე ტურნირზე გაჩემპიონებით აღნიშნა ლევანმა.
ჯერ-ჯერობით, რთულია იმის თქმა, თუ რამდენი საფეხურით აიწევს ტოჩი რეიტინგში, მომდევნო ბაშოსთვის. ჩვენი პროგნოზით, მან მაკუშიტას მე-5-დან მე-15 პოზიციამდე უნდა დაიკავოს რომელიმე საფეხური. თუმცა ეგებ, ნაჩვენები ბრძოლებისა და ძველი დამსახურებების გამო, პირდაპირ ჯურიოს (რანგით მეორე) დვიზიონშიც გადაიყვანონ ჩვენი რიკიში. იგი ხომ 4-გზის ატარებდა კომუსუბის ტიტულს და ამ ბაშოზეც ნათლად გამოჩნდა, რომ მთელი რამდენიმე თავით აღემატებოდა ყველა მეტოქეს.
სამწუხაროდ, მაკე-კოში (უარყოფითი ბალანსი) გაიფორმა დღეს ჩვენმა მეორე სუმოისტმა, გაგამარუმ. მონღოლმა მე-14 მაეგაშირა აძუმარიუმ ტაჩიაი-ჰენკა (სასტარტო ჯახისთვის თავის არიდება) იხმარა მე-9 მაეგაშირად განთესილ ქართველ გოლიათთან და უვატედაშინაგეს ილეთით დასცა დოჰიოზე.
გაგასთვის ეს უკვე მე-8 მარცხი იყო ბაშოზე და შესაბამისად, რეიტინგში დაქვეითებასაც ვეღარ აცდება. თუმცა, თუკი დარჩენილ ორივე შეხვედრას მოიგებს, ეს ვარდნა შედარებით ნაკლებ-საფეხურიანი იქნება.
ჩვენებურის მომდევნო მეტოქე მაკუუჩი დივიზიონის დებიუტანტი, 23 წლის იაპონელი, მე-12 მაეგაშირა ჩიომარუ იქნება, რომელსაც 8 მოგება აქვს ჰარუ ბაშოზე და კაჩი-კოშიც გაფორმებული აქვს. გაგამარუ და ჩიომარუ პირველად ხვდებიან ერთმანეთს დოჰიოზე.
ძალზე საინტერესოდ განვითარდა მოვლენები ტურნირის მე-13 დღეს ლიდერთა პაექრობებში. მთავარი მოვლენა იყო ის, რომ ორივე მონღოლმა იოკოძუნამ მარცხი იწვნია დღეს. მათ შორის, პირველი წაგება იყო იოკოძუნა ჰაკუჰოსთვის, ხოლო მეორე (თანაც ზედიზედ) – ჰარუმაფუჯისთვის.
ჰაკუჰოს იაპონელმა ოძეკი კოტოშოგიკუმ აგემა მარცხი. “ღიპუცა” ოძეკიმ თავიდანვე ძალიან აგრესიულად შეუტია “თეთრ ფენიქსს”, დოჰიოს კიდესთან მიიმწყვდია და იორიტაოშით გადაუშვა დარბაზში. აღნიშნული გამარჯვება კოტოშოგიკუსთვისაც საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან მას უკვე 6 მარცხი აქვს განცდილი და დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად გააფთრებული იბრძვის. “ღიპმაისტერს” დარჩენილი ორი შერკინება ჯერ ჰარუმაფუჯისთან და შემდეგ კაკურიუსთან უწევს. ამიტომ თუკი კაჩი-კოშის გაფორმება სურს, ამ მონღოლებთანაც ისეთივე შემართებითა და აგრესიით უნდა იბრძოლოს, როგორც ჰაკუჰოსთან იბრძოლა.
რაც შეეხება ჰარუმაფუჯის, იგი დღეს იაპონელმა სეკივაკე გოეიდომ დაამარცხა (ასევე იორიტაოშის ილეთით). ეს უკანასკნელი უკვე ზედიზედ მე-12 ბაშოა, რაც სეკივაკეს ტიტულს ატარებს და არადა არ ეღირსა ოძეკად დაწინაურება. მიმდინარე ბაშოზე გოეიდო საკმაოდ კარგად გამოიყურება – 10 გამარჯვება აქვს აქტივში, 3 მარცხის წილ და ვინძლო, ტურნირის დასრულების შემდეგ, კიდეც განიხილონ მისთვის ოძეკის წოდების მინიჭების საკითხი.
აი რაც შეეხება ოძეკი კაკურიუს, რომელიც ცუნატორის (იოკოძუნობის კანდიდატი) სტატსუით ირჯება მიმდინარე ბაშოზე, მან დღეს მე-12 გამარჯვება მიითვალა და ბალანსით თანამემამულე ჰაკუჰოს გაუთანაბრდა. “ყანჩა-დრაკონმა” იაპონელ ოძეკი კისენოსატოს სძლია ცუკიდაშით და ძალიან კარგი შანსი მიიღო სანუკვარი წოდების მოსაპოვებლად. ამისათვის კაკურიუ ჰარუ ბაშოს ჩემპიონი უნდა გახდეს, მინიმუმ 13 მოგებით.
ხვალ ერთმანეთის პირისპირ სწორედ ტურნირის ლიდერები, ჰაკუჰო და კაკურიუ დადგებიან და მათი შერკინება ძალიან ბევრ რამეს გადაწყვეტს. ჰარუმაფუჯი კი, რომელიც ერთი ქულით ჩამორჩება აღნიშნულ დუეტს, ზემოთ ნახსენებ კოტოშოგიკუს დაუპირისპირდება.
ასე რომ, თამამად შეიძლება ითქვას: ერთ-ერთი საუკეთესო, სანახაობრივი და დაძაბული ბაშოს მომსწრენი ვხდებით, რაც კი ბოლო წლებში ჩატარებულა.

ამირან ურუშაძე

OriginalTochinoshin

Tochigi

tochinoshin-2013-099342

 

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

“კორონავირუსი დაუდასტურდა სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენელს” – კახი კ

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა, კახი კახიაშვილმა განცხადება გამოაქვეყნა და უარყო ინფორმაცია, თითქოს COVID-19 ძალოსან სპორტსმენს [&helli...
წაკითხვა
კალათბურთი

ქართველ სპორტსმენს კორონავირუსი დაუდასტურდა

Covid-19 ერთ-ერთ ქართველ სპორტსმენს დაუდასტურდა. ამ ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს, თუმცა სპორტსმენი ვინაობას არ ასახელებს. როგორც [&hell...
წაკითხვა
სხვადასხვა

ხაბიბი: “მაკგრეგორი ბებერი მეძავივით იქცევა”

UFC-ის ვარსკვლავმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა კონორ მაკგრეგორის შესახებ კომენტარი გააკეთა და მას “ბებერი მეძავი” უწოდა. როგორც […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტონი ფერგიუსონი ხაბიბზე: “მას ეშინია და გარბის”

UFC-ის მებრძოლმა, ტონი ფერგიუსონმა განაცხადა, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვს მასთან ჩხუბის ეშინია. როგორც იცით, გუშინ დაღესტნელმა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ხაბიბი: “მსოფლიო შოკშია და თქვენ გინდათ, რომ ხაბიბმა იჩხუბოს?”

UFC-ის დაღესტნელმა მებრძოლმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა დაადასტურა, რომ ის 18 აპრილს ტონი ფერგიუსონის წინააღმდეგ არ იჩხუბებს. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ფერგიუსონი ხაბიბს: “18 აპრილი ახლოვდება და შენ რუსეთში იმალები”

UFC-ის ვარსკვლავმა, ტონი ფერგიუსონმა ხაბიბ ნურმაგომედოვს მიმართა და ის მასთან ჩხუბისაგან თავის არიდებაში დაადანაშაულა. როგორც […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნურმაგომედოვი: “ვვარჯიშობ, მაგრამ არ ვიცი, რისთვის ვემზადები”

UFC-ის ვარსკვლავმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა დაადასტურა, რომ ის ახლა რუსეთში იმყოფება და ვარჯიშს დაღესტანში აგრძელებს. მისი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯონ ჯონსი ნიუ მექსიკოს პოლიციამ დააპატიმრა

ნიუ მექსიკოს პოლიციამ შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი ჯონ ჯონსი დააპატიმრა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველა TMZ-მ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

იაპონიაში კიკბოქსინგის ტურნირი გაიმართა, რომელსაც 10000 ადამიანი დაესწრო (ფოტო, ვიდეო)

22 მარტს, იაპონიის ქალაქ საიტამაში, საიტამას სუპერ არენაზე კიკბოქსინგის ტურნირი გაიმართა. ცხადია, ეს ტურნირი თვეებით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები გადაიდო

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები ღონისძიების ერთი წლით გადადებაზე შეთანხმდნენ. მიზეზი ცხადია, კორონავირუსის გამო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაკგრეგორი: ” იტალიაზე ფიქრს ვერ ვწყვეტ, ყოველდღე ვლოცულობ მათთვის”

მსოფლიო კორონავირუსის (COVID-19) პანდემიას ებრძვის. განსაკუთრებით რთული სიტუაციაა იტალიაში, სადაც ყოველდღე ამ ვირუსს დაახლოებით 700 […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გადაიდება თუ არა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები?

კორონავირუსის გამო, მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა სპორტული ღონისძიება გადაიდო. ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული, რა ბედი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინი მე-6 გამარჯვება ჰარუ ბაშოზე (ვიდეო)

ჰარუ ბაშო, XIV დღე იუტაკაიამა – ტოჩინოშინი ტოჩინოშინის ბალანსი – 6:8 იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის მე-5 გამარჯვება – როგორ დაამარცხა ტოჩიმ კაგაიაკი (ვიდეო)

ჰარუ ბაშო, XI დღე ტოჩინოშინი – კაგაიაკი იხილეთ ვიდეო ტოჩინოშინის ბალანსი: 5-6...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის მეოთხე გამარჯვება ჰარუ ბაშოზე (ვიდეო)

ჰარუ ბაშო, X დღე შოჰოძანი – ტოჩინოშინი იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა