ტოკიოში ჩასული უგანდელი ძალოსანი გაუჩინარდა
უგანდის ოლიმპიური ნაკრების წევრი, ძალოსანი ჯულიუს სეკიტოლეკო იაპონიაში გაუჩინარდა. 20 წლის სპორტსმენი საკუთარი ქვეყნის დელეგაციასთან ერთად ოსაკის პრეფექტურაში იმყოფებოდა, სადაც ოლიმპიურ თამაშებზე გამოსასვლელად ემზადებოდა.
პარასკევს სეკიტოლეკოს კორონავირუსის ტესტის ჩასატარარებლად საკუთარ ნომერში მიაკითხეს, თუმცა ის იქ არ იმყოფებოდა. ახალგაზრდა ძალოსანი ბოლო 12 საათის განმავლობაში არავის უნახავს.
კოვიდ 19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე, ოლიმპიურ თამაშებზე ჩასულ დელეგაციის წევრებს არ აქვთ უფლება, რომ მათთვის გამოყოფილი ტერიტორია დატოვონ და ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტი ჰქონდეთ.
უგანდის ოლიმპიური ნაკრების ცხრა წევრი ტოკიოში 19 ივნისს ჩავიდა, მათ შორის იყო სეკიტოლეკო. იაპონიაში ჩასვლისას მას ოლიმპიადაზე საასპარეზოდ საჭირო ლიცენზია მოპოვებული არ ჰქონდა და ელოდნენ, რომ ის ამას შეძლებდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, 20 წლის ძალოსანმა ლიცენზია ვერ მოიპოვა და სამშობლოში 20 ივლისს უნდა გამგზავრებულიყო.