ტოლდო: „იტალიის ნაკრებს ლიდერი არ ჰყავს“
იტალიის ნაკრების ყოფილი მეკარის ფრანჩესკო ტოლდოს აზრით, გუნდის ამჟამინდელ შემადგენლობას ლიდერი არ ჰყავს.
„იტალიის ნაკრებს გაუჭირდება. თუ არამხოლოდ სპორტულ ზოგად სიტუაციას განვიხილავთ, სხვა გუნდებს ვუთმობთ.
სიმართლე გითხრათ, ნაკრების შემადგენლობაში მოთამაშეს ვერ ვხედავ, რომელიც გამოიყოფა. ამ მომენტისთვის ლიდერი არ გვყავს.
რაც არ უნდა იყოს, იტალია ის ქვეყანაა, რომელსაც დიდი რესურსები გააჩნია. კონტემ ჩინებული სამუშაო შეასრულა. არსებობენ პერსპექტიული მოთამაშეები. ეს ჩვენი იმედია.
ახალგაზრდებმა მწვრთნელს უნდა უსმინონ. მათ ნიჭი და ძლიერი თვისებები გააჩნიათ. თავდაჯერებულობა მნიშვნელოვანია, ეს გადამწყვეტი ასპექტი იქნება.
დღეს ერთ მოთამაშეს მატჩის ბედის გდაწყვეტა არ შეუძლია. თანამედროვე ფეხბურთში გუნდურად თამაში 90 წუთის განმავლობაშია საჭირო, სხვა შემთხვევაში, შანსები არ იქნება.
ბუფონმა დიდი ავტორიტეტი მოიპოვა. ახლა კარში სხვა ადამიანის წარმოადგენა შეუძლებელია. იტალიაში ბევრი ახალი მეკარეა, თუმცა მათ საერთაშორისო დონეზე თავისი კლასის დამტკიცება სჭირდებათ“, – ციტირებს ტოლდოს Goal.com.