ტომას ლემარის დამატების სურვილს “ჩელსის” ხელმძღვანელებიც გამოთქვამენ
“მონაკოს” ფრანგი თავდამსხმელის, ტომას ლემარის გადაბირების სურვილს ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელებიც გამოთქვამენ. როგორც ცნობილი ხდება, ლემარი ანტონიო კონტეს სამიზნეთა სიაში პირველ პოზიციას იკავებს.
როგორც იცით, ლემარის ტრანსფერზე ზაფხულში საკმაოდ აქტიურად მუშაობდნენ სხვა ინგლისური კლუბებიც, მათ შორის “ლივერპული” და “არსენალიც”. სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს “მეთოფეებმა” 92 მილიონი ევროც კი შესთავაზეს საფრანგეთის ჩემპიონს, მაგრამ უარი მიიღეს.
საიდუმლო არავისთვისაა ის ფაქტი, რომ ლემარმა “მონაკოში” დარჩენის გადაწყვეტილება ერთი ნათელი მიზეზის გამო მიიღო – ამ უკანასკნელის მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაა, რისი მიღწევაც მისი აზრით, “მონაკოს” მაისურით უფრო გაუადვილდებოდა.
ასე რომ, საკმაოდ დიდია შანსი, რომ მიმდინარე სეზონისა და მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ლემარმა სერიოზულად იფიქროს “მონაკოს” დატოვებაზე.