ტომას მიულერმა კარიერის დაასახელა ყველაზე რთული მოწინააღმდეგე დაასახელა
მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელს, ტომას მიულერს სთხოვეს დაესახელებინა ფეხბურთელი, ვის წინააღმდეგაც მას თამაში ყველაზე მეტად უჭირდა. ბევრისათვის მოულოდნელად, ბავარიელთა შემტევმა მაიკ ფრანცი გამოარჩია.
ფრანცი სხვადასხვა დროს “ვოლფსბურგში”, “აინტრახტსა” და “ჰერტაში” თამაშობდა. გერმანელი მცველი უხეში თამაშით გამოირჩეოდა. მან 2014 წელს კარიერა დაასრულა.
“როცა ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მაიკ ფრანცს დიდ პატივს ვცემდი. ჩემ ერთ-ერთ პირველ სეზონში, მასთან ერთი-ერთზე თამაში მიწევდა, “ალიანც არენაზე” ჩატარებულ მატჩში მოედნის ცენტრში ფეხებში ვარდნა გამიკეთა. მეგონა, დამამტვრევდა, ამიტომ ავხტი და შემდეგ მინდორზე დავვარდი. ეს სიმულიანტობად ჩაითვალა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. სინამდვილეში, ამ მოქმედებით საკუთარი თავი გადავირჩინე”, – ციტირებს მიულერის სიტყვებს Goal.Com.