ტომას ტუჰელი: “ნეიმარი ვერსად წავა, სანამ შემცვლელს არ მოვიყვანთ”
18 აგვისტოს ლიგა 1-ის მეორე ტურში “პარი სენ-ჟერმენმა” მოულოდნელი მარცხი იწვნია “რენის” წინააღმდეგ (2-1). შეხვედრაში მონაწილეობა კვლავაც არ მიუღია ნეიმარს, რომელსაც პარიზის დატოვება სურს. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ტუჰელი ამ პრობლემასაც შეეხო.
“ნეიმარი ვერსად წავა, სანამ შემცვლელს არ მოვიყვანთ, ეს უბრალოდ გამორიცხულია. სიტუაცია ყველასათვის ნათელია, თუ ის დარჩენას გადაწყვეტს, ჩვენ გვეყოლება ფეხბურთელი, რომელიც მოგებაში დაგვეხმარება.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ათ დღეზე მეტია დარჩენილი და ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. მნიშვნელობა არ აქვს თუ მე რას ვფიქრობ, გადაწყვეტილება კლუბმა უნდა მიიღოს.
“რენთან” მატჩში ბევრი რამ დაგვაკლდა, განსაკუთრებით კი სწრაფი თამაში. გვქონდა მომენტები, როდესაც მეტოქე სივრცეებს გვიტოვებდა ჩვენ კი ამის გამოყენებას ვერ ვახერხებდით,” – ციტირებს ტუჰელი სიტყვებს Canal +.
]