ტომას ტუჰელი: “პირველივე წუთებიდანვე შევუტევთ, ბევრი გოლი უნდა გავიტანოთ”
დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუჰელმა “მონაკოსთან” გასამართ განმეორებით მატჩამდე პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავისი გუნდი შემტევი ფეხბურთის თამაშს აპირებს.
“ვფიქრობთ, ფეხბურთელები თამაშისთვის მზად არიან. სრულად ვაანალიზებთ, თუ რაოდენ რთული მისიის წინაშე ვდგავართ. ბევრი გოლი უნდა გავიტანოთ.
“ბორუსიას” საკუთარი ფეხბურთელების სჯერა, ვიცით, რომ მათ ამ ბარიერის გადალახვა შეუძლიათ. “ბორუსია” ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგაზეა და არ უნდა, ტურნირს გამოეთიშოს.
ჩვენი გუნდი ყოველთვის ბევრს უტევს. ჩვენ პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე შევუტევთ და ვეცდებით გავიტანოთ იმდენი, რამდენიც შესაძლებელი იქნება,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის ფრანგთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:3 დასრულდა.