ტომას ტუჰელი შესაძლოა, პრემიერ ლიგაში ვიხილოთ
რამდენიმე დღის წინ “კამფეტების” მთავარი მწვრთნელის პოსტი რონალდ კუმანმა დატოვა და ეს პოზიცია დღემდე ვაკანტურია. როგორც წესი, ბრიტანელებმა ბევრი მაღალი დონის სპეციალისტი დაუკავშირეს “ევერტონს”, თუმცა, ბოლოს არჩევანი მაინც ტომას ტუჰელზე შეაჩერეს.
ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა, Daily Mirror ირწმუნება, რომ “ევერტონის” ხელმძღვანელები სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ დორტმუნდის “ბორუსიას” ექს-თავკაცთან, ტომას ტუჰელთან. წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაშია შესული.
გეტყვით იმასაც, რომ ამ ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში “ევერტონის” ხელმძღვანელები, შონ დაიჩის (“ბარნლი”), დევიდ მოიესის, ლეონარდუ ჟარდიმისა (“მონაკო”) და რაიან გიგზის ვარიანტების განხილვას გეგმავენ.
ამ მომენტისთვის, “ევერტონი” 9 მატჩში დაგროვებული 8 ქულით მე-18 პოზიციას იკავებს პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში.