ტომას ტუხელი: “ლივერპული” – ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია”
“პსჟ”-ს მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა “ლივერპულთან” გასამართ მატჩამდე კომენტარი გააკეთა.
“ეს სერიოზული გამოწვევაა ჩვენთვის, “ლივერპული” – ერთი-ერთი საუკეთესო გუნდია ევროპაში, თუმცა ვფიქრობ, რომ მზად ვართ. “ლივერპული” თითოეულ შეხვედრაში გუნდურ თამაშს აჩვენებს და კარგად იგრძნობა კლოპის გავლენა. შესაძლებელია ვერ გავიმარჯვოთ, მაგრამ მთავარია, მოსაგებად გავდივართ მოედანზე”, – ციტირებს ტუხელის სიტყვებს Uefa-ს ვებ-გვერდი.
“აუცილებელია, კარგად დავიცვათ თავი მანეს, სალაჰისა და ფირმინოს წინააღმდეგ. ფირმინოს შეუძლია ნებისმიერ პოზიციაზე ითამაშოს თავდასხმაში. უპირობოა – ვაჩვენოთ ჩვენი ფეხბურთი და როგორც ყოველთვის, მოგებისთვის ვიბრძოლოთ. სწრაფი კომბინირება და ჭკვიანური გადაწყვეტილებების მიღება, შესაძლოა, გამარჯვების მომტანი გახდეს”, – განაცხადა ტომასმა.
“პსჟ”-სა და “ლივერპულის” დაპირისპირება 00:00 საათზე დაიწყება.