ტომას ვერმაელენს ლა ლიგაში “ბარსელონასთან” ერთად თამაში არასდროს წაუგია
23 დეკემბერს მადრიდის “რეალი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” კატალონიის “ბარსელონას” დაუპირისპირდა და მეტოქესთან ანგარიშით, 0:3 დამარცხდა.
საგულისხმოა, რომ “ბლაგურნას” ძირითად შემადგენლობაში იყო ცენტრალური მცველი, ტომას ვერმაელენი. ბელგიელმა ამ სეზონში ლა ლიგაში მეხუთე შეხვედრა ჩაატარა, რომლიდანაც მისმა გუდნმა სამში იმარჯვა და ორი ფრეც ითამაშა. ისე კი, 32 წლის ფეხბურთელს 2014 წლიდან მოყოლებული “ბარსას” მაისურით ესპანეთის ჩემპიონატში 16 მატჩი აქვს ჩატარებული. ტომასს ამ შეხვედრებიდან არცერთი არ აქვს წაგებული.
შეგახსენებთ, რომ ვერმაელენი 2014 წლის ზაფხულზე ლონდონის “არსენალიდან” გადავიდა კატალონიურ გრანდში. მუდმივი ტრავმიანობით დატანჯული მცველი ესპანური კარიერის რიგით მესამე სეზონში “რომაში” გაანათხოვრეს. გასულ ზაფხულში მისი გაყიდვა სურდათ, თუმცა ნეიმარის ტრანსფერის გამო, სათანადო მყიდველი ევრ იპოვეს. ამიტომ, ვერმაელენს “ბარსელონას” დატოვებას ან ამ ზამთარში, ან, მაქსიმუმ, მომავალ ზაფხულზე უწინასწარმეტყველებენ.