ტომაშ კალასი: “ფანებს შეუძლიათ სილა გამაწნან, ფოტოს გადაღებაზე თუ ვიტყვი უარს”
ლონდონის “ჩელსის” ყოფილი ფეხბურთელი, ტომაშ კალასი, რომელიც ამიერიდან “ბრისტოლ სიტის” ღირსებას დაიცავს, საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს. ეს უკანასკნელი ფანებს სილის გაწვნის უფლებას აძლევს, თუ ის მათთან სურათის გადაღებაზე იტყვის უარს.
“ბრისტოლში, სადაც არ უნდა წახვიდე, დიდებული ატმოსფერო სუფევს. ამ დღეებში უფრო მეტი ადამიანი მცნობს, რაც სიტუაციას რაღაც მხრივ უფრო ართულებს.
მზად ვარ ყველას სიამოვნებით შევეგებო, თუ ისეთი უხეში არ იქნება, როგორიც დღევანდელი ბავშვი. როდესაც მაისურზე ხელი მოვუწერე, მითხრა – “დიდებული ავტოგოლი იყო” – იმ მომენტში მაისურის შუაზე გახევა ძალიან მინდოდა!
მანამ, სანამ ზრდილობიანები იქნებიან, მე მათ არასოდესვეტყვი უარს ავტოგრაფზე. არ მომწონს, როდესაც მიბრძანებენ – “ავტოგრაფი მომეცი! ჩემთან ფოტო გადაიღე!
ფანებს შეუძლიათ სილა გამაწნან თუ ზრდილობიანად მთხოვენ და ფოტოს გადაღებაზე უარს ვეტყვი,” – აცხადებს კალასი.