ტონალი: “მილანს” ამ სეზონში ერთი მიზანი აქვს – “სკუდეტოს” მოგება”
იტალიის სერია A-ს მეშვიდე ტური ცენტრალურმა დაპირისპირებამ დახურა “მილანისა” და “ატალანტას” მონაწილეობით. შეხვედრა “როსონერის” გამარჯვებით დასრულდა (2:3). გამარჯვების შემდეგ პრესასთან კომენტარი ერთ-ერთი გოლის ავტორმა, სანდრო ტონალიმ, გააკეთა.
“მეორე გაშვებული გოლის შემდეგ ნერვიულობა დავიწყეთ, მაგრამ დრო იმდენად მცირე იყო დარჩენილი, რომ მალევე დავმშვიდდით.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ენერგიისგან დავიცალეთ, კარგი პერფორმანსი დავდგით. არც კი გვეგონა, რომ ამხელა ძალა გვექნებოდა შერჩენილი. მატჩის შედეგით, რასაკვირველია, კმაყოფილნი ვართ.
თუ ბერგამოში მატჩის გარკვეულ მომენტში სამბურთიანი სხვაობით იგებ, ეს მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ უმაღლესი დონის გუნდი გყავს. ჩვენ ბედნიერები ვართ.
[ბოლო 18 წლის მანძილზე “მილანის” საუკეთესო სტარტზე სერია A-ში] 18 წლის წინ მე ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი. თუმცა ერთი რამ ვიცი, “მილანს” ამ სეზონში ერთი მიზანი აქვს – “სკუდეტოს” მოგება,” – აცხადებს ტონალი.