ტონგასთან გამარჯვების შემდეგ, აშშ-ს დამარცხება ვერ გამოგვივიდა

თარიღი: აპრილი 11, 2014

დღეს, 11 აპრილს, U20 მსოფლიო ალაფის მეორე რაუნდში A ჯგუფის შეხვედრა გაიმართა საქართველოსა და აშშ-ს შორის. პირველი ტაიმის დაწყებიდან თორმეტიოდე წუთის შემდეგ რეზი ჯინჭველაშვილმა შესძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ მას მალევე ამერიკელების მგეზავმა, ბენ ქიმამ უპასუხა ზუსტი დარტყმით და ანგარიში 3-3 დააფიქსირა. ცოტახნის შემდეგ, კვლავ იმარჯვა ბენ ქიმამ და აშშ ანგარიშით 3-6 წინ გაიყვანა. ამ პერიოდში, ქართველ 20 წლამდელებს საკუთარ ნახევარზე უწევდათ თავის დაცვა და ხშირადაც ჯარიმდებოდნენ, მაგრამ ამერიკელთა მგეზავს სამი ჯარიმა გაუცუდდა. ტაიმის მიწურულს რეზი ჯინჭველაშვილის ზუსტი დარტყმით, საქართველოს ნაკრებმა გაათანაბრა და გუნდები შესვენებაზე ანგარიშით 6-6 გავიდნენ.

მეორე ტაიმში იმედი მოგვეცა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა

მეორე ტაიმის დასაწყისში კვლავ ჯინჭველაშვილმა ივარგა და ორი ზუსტი საჯარიმოს გატანით ანგარიში ანგარიში 12-6 გახადა, რომელიც კარგა ხანს არ იცვლებოდა. მიუხედავად ანგარიშის წაყვანისა, ჩვენი 20 წლამდელები დროის უმეტეს ნაწილს საკუთარ ნახევარზე, დაცვაში ატარებდნენ. მეორე ტაიმის შუაწელში, მაღალი ბოჭვის გამო, საქართველოს ნაკრების ბურჯი, გიორგი მარგველანი 10 წუთით სინ ბინში გაუშვა მსაჯმა. მარგველანის სინ ბინიდან დაბრუნების შემდეგ მალევე, ამერიკელებმა ჩვენს 5 მეტრიან ხაზამდე რამოდენიმე ფაზიანი შეტევით მოაღწიეს, რასაც ჩვენი მხრიდან ჯარიმის მიღება მოყვა. მოწინააღმდეგემ ლელოს ხაზსთან ბურთი გაათამაშა და რამოდენიმე ფაზის შემდეგ მატჩის ერთადერთი, გარდასახული ლელო აშშ-ს 20 წლამდელებმა თავიანთ მონაგარს შემატეს. მატჩის ბოლომდე რამოდენიმე წუთი რჩებოდა, როდესაც ჩვენმა მოთამაშეებმა ჰაერში შებოჭეს მოწინააღდეგე. მსაჯმა გადაწყვიტა, რომ ეს შეცვლაზე შემოსული ჟორა მღებრიშვილმა ჩაიდინა და პირველი მატჩის მსგავსად მას ყვითლით მოუწია მოედნის დატოვება. მალევე სათამაშო დრო ამოიწურა და მატჩი აშშ-ს სასარეგბლოდ 12-13 დასრულდა.

ამრიგად, საქართველოს 20 წლამდელებმა ალაფაზე პირველი მოგებული მატჩის შემდეგ A ჯგუფის მეორე შეხვედრა დათმეს.

ტონგელებმა ჰონკონგს სძლიეს

საქართველო აშშ-ს მატჩის შემდეგ A ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ტონგელმა 20 წლამდელებმა მასპინძლებს 39-16 სძლიეს. კუნძულელები შემდეგ ტურში აშშ-ს შეხვდებიან, ხოლო უმცროს ბორჯღალოსნები კი, ჰონკონგს ერკინებიან. B ჯგუფში იაპონიამ ნამობიას 34-28 სძლია, ხოლო ურუგვაისა და კანადის რკენა ფრედ, 18-18 დასრულდა.

კომენტარები

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი

„ალბათ ეს შედეგი ლოგიკური იყო, იმიტომ რომ ვერ ვითამაშეთ ჩვენი თამაში. ტაქტიკური დავალება იყო, რომ ფეხით გავსულოყავით 22-დან და მეტოქის ნახევარზე გვეთამაშა. ამას როდესაც ახერხებდნენ ბიჭები, მაშინ თამაშობდნენ ძალიან კარგად და უპირატესობაც ჰქონდათ, მაგრამ მოწინააღმდეგემ დაგვიპირისპირა იგივე თამაში და სამწუხაროდ ჩვენ უფრო ხშირად დაცვაში მოგვიწია ყოფნა, ვიდრე შეტევაში.

„ძალიან ბევრჯერ დავჯარიმდით. ორი ყვითელიც გვქონდა და გავუშვით ისეთი ლელო, რომელიც არ უნდა გავეშვა. ჩვენი პოტენციალი ვერ გამოვიყენეთ და აშშ-მ დამსახურებულად მოიგო დღევანდელი შეხვედრა.

„წარმოგიდგენიათ ალბათ, თუ როგორი განადგურებულია გუნდი, მაგრამ ეხლა მთავარია ეს თამაში დავივიწყოთ და ემოციები გვერდზე გადავდოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ ის თეორიული შანსი რაც გვრჩება ბოლომდე გამოვიყენოთ – ჰონგკონგს ბონუსით უნდა მოვუგოთ და შემდეგ  ვუგულშემატკივროთ ტონგას, რათა მათ ამერიკას ისე მოუგონ, რომ ამერიკელებმა ვერ აიღონ ბონუს ქულა.

„თვითკრიტიკულად უნდა გავაანალიზოდ ჩვენი თამაში და დაშვებული შეცდომები.  ბოლოს და ბოლოს ვაჩვენოთ ის თამაში რისი თამაშიც ნამდვილად შეგვიძლია. მთავარია ბიჭებს აღვუდგინოთ საბრძოლო განწყობა და შემდეგი თამაში ღირსეულად ვითამაშოთ,“

ლადო კილასონია, 20 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი

„ეს არ იყო ის გახსნილი თამაში, რომელსაც ჩვენ მოველოდით. პრობლემა ის იყო, რომ ჩვენ ნახევარზე ვთამაშობდით ხელით და აქ ვიღებდით ბევრ ჯარიმას. გაგვიმართლა, რომ აშშ-ს მგეზავმა რამოდენიმე ჯარიმა ააცილა.

„მეორე ტაიმში ბიჭებს მითითება ჰქონდათ, რომ ჩვენ ნახევარზე შეძლებისდაგვარად ნაკლებათ ეთამაშათ და ფეხით გასულიყვნენ 22-დან. რამდენეჯერაც ეს დავალება შეასრულეს, უკეთესად ათამაშდნენ და აშშ-მ რამოდენიმე ჯარიმა მიიღო. ამ დროს თამაშსაც ვაჩქარებდით და სწრაფი რაქებიც გვქონდა, მაგრამ 80 წუთიდან 50 წუთის ჩვენ ნახევარზე მოგვიწია ყოფნა.

„საერთო ჯამში, რომ შევაფასო, საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებმა დღევანდელი თამაში დათმო უდისციპლინობის და ტაქტიკურად გაუმართავი თამაშის გამო.

„ამით ჯერ არაფერი დასრულებულა. წინ ტონგასა და აშშ-ს მატჩია. ჩვენ ბონუსით უნდა მოვუგოთ ჰონკონგს და თუ ტონგა ასევე ბონუსით დაამარცხებს აშშ-ს, მაშინ ჯგუფში პირველ ადგილს ჩვენ დავიკავებთ და შესაბამისად ვითამაშებთ ფინალში.“

აღნიშნული მატჩის ვიდეო ჩანაწერს, რომლის ნახვა რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე, Youtubeარხზე და Facebook გვერდზე იქნება შესაძლებელი, შემოგთავაზებთ ხვალ, 12 აპრილს



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ილია თოფურიამ ფანი 1 დარტყმით ჩაკეცა – ქართველი მატადორის ძალა (ვიდეო)

UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ფანებს ხვდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა მას ავტოგრაფის ნაცვლად მუცელში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რომან დოლიძე: “საშინლად არ მომწონს ის ლექსიკა, რომელსაც ამ კონკრეტულ ვიდეოში ვისმენ&

UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთ საკმაოდ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა. კომენტარებში, დოლიძემ დამატებით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ავთანდილ ხურციძემ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა

43 წლის ქართველი მებრძოლი ავთანდილ ხურციძე რამდენიმე დღის წინ ამერიკის ციხიდან გაათავისუფლეს, სადაც 2017 წლიდან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორც იქნა – ავთანდილ ხურციძე თავისუფალია!

ცნობილი ქართველი მებრძოლი, ავთანდილ ხურციძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დაბრუნდა. როგორც ჩანს, ხურციძე ამერიკის ციხიდან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დვალიშვილმა 50 ათასი დოლარი მიიღო? საქმეში ლიანა ჯოჯუა ჩაერთო

მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანის მეგობარს, ONE FC-ის ჩემპიონს, ანატოლი მალიხინს 50 ათასი დოლარი დიდი ხნის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

პიოტრ იანი: “რეაბილიტაცია სრული სვლით!”

UFC-ის რუსი მებრძოლი პიოტრ იანი მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის შემდეგ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, როგორც ფიზიკურად, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჰასბულას სერიოზული პრობლემები აქვს – კატას დაარტყა (ვიდეო)

ჰასბულა მაგომედოვს სერიოზული პრობლემები შეექმნა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ის კატას […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

უცნაური სანახაობა – კოცნა ჩხუბის ნაცვლად (ვიდეო)

სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ვიდეო, სადაც MMA-ს მებრძოლები, კარინა პედრო და დენისა რიანდოვა აწონვისას ერთმანეთის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!” – დვალიშვილი რუსთან გამარჯვების შ

12 მარტს, ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მე-11 ბრძოლა გამართა. ღონისძიების მთავარ შეხვედრაში მერაბი რუს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილმა რუსი პიოტრ იანი დაამარცხა! (ვიდეო)

12 მარტს, UFC-ში მერაბ დვალიშვილ რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდა. ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში ქართველმა რუსი მეტოქე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

იანმა დვალიშვილს დაარტყა (ვიდეო)

რუსმა მებრძოლმა პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილს ხელი დაარტყა და მისი გამოწვევა სცადა. ბრძოლა 12 მარტს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარას სწორი გადაწყვეტილება – 24 საათიანი დაცვა…

ხვიჩა კვარაცხელია მანქანის მოპარვის შემდეგ, დროებით, სასტუმროში ცხოვრობდა, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარა ახლა მუდმივ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“კარიერა ძალით დაამთავრებინესო… ვინ გააგდო საქართველოდან?” – ჟურნა

სპორტული ჟურნალისტი ზაზა ბურდილაძე ელენე გედევანიშვილს ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელიც “რუსთავი 2”-ზე გავიდა. ელენემ აღნიშნა, რომ […...
წაკითხვა
სხვადასხვა

ელენე გედევანიშვილი: “მომიშორეს… რუსეთის სახელით მთხოვეს გამოსვლა, მაგრამ ამას

“რუსთავი 2”-მა ელენე გედევანიშვილთან ამერიკაში ინტერვიუ ჩაწერა. გედევანიშვილი ახლა ამერიკაში ცხოვრობს და ბავშვებს ფიგურულ ციგურაობას [&hel...
წაკითხვა