ტონი კროოსი, შესაძლოა, “მანჩესტერ იუნაიტედში” ვიხილოთ
მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები მომავალი მეგა ტრანსფერისთვის ემზადებიან და მზად არიან, გუნდში ნეიმარის მოყვანის მიზნით, ტონი კროოსსაც შეელიოს. ამ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა, The Express ავრცელებს.
როგორც იცით, ასე თუ ისე, 32 წლის კრიშტიანუ რონალდუ კარიერის დასასრულს უახლოვდება, მადრიდელები კი მის შემცვლელს ნეიმარში ხედავენ. თუმცა, ყველასათვის ნათელია, რომ ნეიმარის ტრანსფერში “ბლანკოსს” საკმაოდ დიდი თანხის დახარჯვა მოუწევს.
იმისათვის, რომ მადრიდული გრანდი “ფეარ პლეის” წესების დარღვევისთვის არ დაადანაშაულონ, კლუბმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი უნდა გაყიდოს, მათ შორის გარეთ ბეილიც.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, “მანჩესტერ იუნაიტედმა” უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები მადრიდელებთან ტონი კროოსის ტრანსფერის თაობაზე. გერმანელი ფეხბურთელის გადაბირების სურვილს “პსჟ”-სა და “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელებიც ინტერესდებიან.