TOP 10: ფეხბურთელები, რომლებმაც სათამაშო პოზიცია შეიცვალეს
გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა TOP 10-ს, რომლებზეც სათმაშო პოზიციის შეცვლამ დადებითად იმოქმედა …
ბრანისლავ ივანოვიჩი
კლუბი: “ჩელსი”
წინა პოზიცია: ცენტრალური მცველი
ახლანდელი პოზიცია: მარჯვენა მცველი
როდესაც 2008 წელს “არისტოკრატთა” რიგებში ბრანისლავ ივანოვიჩი ჩაეწერა, ყველას ეგონა, რომ ის ლონდონელთა დაცვის ბურჯი გახდებოდა.
მისი დებიუტი 2008 წელს, კლუბში მოსვლიდან 8 თვის შემდგომ შედგა. თუმცა “ლოკომოტივის” ყოფილი მცველი არა დაცვის ცენტრში, არამედ მარჯვენა ფლანგზე მოგვევლინა.მას შემდეგ მან “ლურჯთა” რიგებში 348 მატჩი ჩაატარა და უმეტეს შემთხვევაში სწორედ ამ ფლანგს იცავდა.
ოუენ ჰარგრივზი
კლუბი: კარიერა დასრულებულია
წინა პოზიცია: ვინგერი
ახლანდელი პოზიცია: დაცვითი ტიპის ნახევარმცველი
მართალია, რომ ოუენის წარმოდგენა, როგორც შემტევი ფეხბურთელის ძალიან რთულია, თუმცა ფაქტია, რომ “ბაიერნში” ის სწორედ ამ პოზიციაზე თამაშობდა. მან გერმანული კლუბის მაისურით 200-ზე მეტი მატჩის ჩატარება შესძლო.
ხოლო მას შემდეგ, რაც ის ინგლისში გადაბარგდა (2007), მას დაცვითი ტიპის ნახევარმცველის სტატუსი მიენიჭა. მანჩესტერული შტაბის ამ გადაწყვეტილებას ამართლებს ის ფაქტიც, რომ მისი მთელი კარიერის მანძილზე ოუენმა მხოლოდ 13 გოლის გატანა მოახერხა.
დირკ კუიტი
კლუბი: ფეინოორდი
წინა პოზიცია: თავდამსხმელი
ახლანდელი პოზიცია: ვინგერი
ბევრს ნამდვილად არ გაუკვირდება, ის ფაქტი, რომ დირკ კუიტს თავდამსხმელის პოზიციაზეც შეეძლო თამაში. მართლაც, “ლივერპულმა” ის შეიძინა, როგორც თავდამსხმელი. “ფეინოორდის” 144 მატჩში მას 95 გოლი ჰქონდა გატანილი.
თუმცა ფერნანდო ტორესის ფაქტორმა მაინც თავისი გააკეთა – კუიტი სრულყოფილ ვინგერად ჩამოყალიბდა. ის დღესაც ამ პოზიციაზე თამაშობს და შედეგიც სახეზეა – 14 გოლი 22 მატჩში.
ვეს ბრაუნი
კლუბი: სანდერლენდი
წინა პოზიცია: მარჯვენა მცველი
ახლანდელი პოზიცია: ცენტრალური მცველი
ვეს ბრაუნი “მანჩესტერ იუნაიტედის” პირველი მარჯვენა მცველი იყო, როცა კლუბმა 2008/09 წლებში ჩემპიონთა ლიგა მოიგო. თუმცა შემდგომში განვითარებული მოვლენების გამო მას მარჯვენა ფლანგზე მოუწია გადანაცვლება. ის ახლაც იცავს “შავი კატების” მარჯვენა ფლანგს.
მუსა სისოკო
კლუბი: ნიუკასლი
წინა პოზიცია: დაცვითი ტიპის ნახევარმცველი
ახლანდელი პოზიცია: ვინგერი
როდესაც “ნიუკასლმა” მუსა სისოკო შეიძინა, ბევრს ეგონა რომ კლუბმა თავისი ახალი დევიდ ბატი იპოვა, ძლიერი მანქანა, რომელიც ბურთის ართმევაზე იქნებოდა ორიენტირებული. თუმცა მათი მოლოდინი არ გამართლდა – “ტულუზის” ექს-ფეხბურთელმა ვინგერის პოზიციაზე გადაინაცვლა და 122 მატჩის ჩატარებაც მოახერხა ინგლისელთა მაისურით ამ პოზიციაზე.
ბასტიან შვაიშტაიგერი
კლუბი: მანჩესტერ იუნაიტედი
წინა პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი/ ვინგერი
ახლანდელი პოზიცია: დაცვითი ტიპის ნახევარმცველი
ბასტიან შვაინშტაიგერის ისტორია ძალზედ წააგავს ოუენ ჰარგრივზის სიტუაციას, რომელიც “ბაიერნში” შემტევი ფეხბურთელის სტატუსს ატარებდა, თუმცა ინგლისში ჩამოქვეითდა. შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ბასტიანმა 200 მატჩი ჩაატარა, თუმცა მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, რომ ის უფრო ეფექტური დაცვაში იქნებოდა.
იან ვერტონგენი
კლუბი: ტოტენჰემი
წინა პოზიცია: დაცვითი ტიპის ნახევარმცველი
ახლანდელი პოზიცია: ცენტრალური მცველი
იან ვერტონგენმა ნელ-ნელა გავლო გზა დაცვითი ტიპის ნახევარმცველობიდან ცენტრალურ მცველობამდე – ბელგიაში ნახევარმცველად მოთამაშე ვერტონგენი, “აიაქსში” მარცხენა მცველად მოგვევლინა, ხოლო “მამლების” რიგებში მან ცენტრალური მცველობაც ისწავლა, თანაც საკმაოდ კარგად.
გარეთ ბეილი
კლუბი: რეალი
წინა პოზიცია: მარცხენა მცველი
ახლანდელი პოზიცია: ვინგერი/ფორვარდი
ყველაზე დრამატული გარდატეხა ამ მხრივ გარეთ ბეილმა განიცადა, რომელმაც კარიერა მცველის პოზიციაზე დაიწყო, თუმცა შეტევაში ყოველთვის მიურბოდა გული. “ტოტენჰემში” ის ვინგერად აღიარეს, ხოლო მას შემდეგ რაც ის გუნდის ლიდერად იქცა მის ფორვარდობასაც არ ერიდებოდნენ, ახლა კი ის “რეალში” ირიცხება, სადაც მშვენივრად თამაშობს შეტევაში.
ვან პერსი
კლუბი: ფენერბახჩე
წინა პოზიცია: ვინგერი
ახლანდელი პოზიცია: ფორვარდი
რთულია გაიაზრო, რომ რობინ ვან პერსი თავდამსხმელობის გარდა სხვა პოზიციაზეც შეეძლო თამაში. ის “ფეინოორდში” ყოფნისას ვინგერის როლს ასრულებდა, თანაც საკმაოდ კარგად – 21 გოლი 76 მატჩში. სწორედ ამ შედეგის წყალობით აღმოჩნდა ის “არსენალში”, სადაც მსოფლიო დონის შემტევად ჩამოყალიბდა.
ხავიერ მასკერანო
კლუბი: ბარსელონა
წინა პოზიცია: ცენტრალური ნახევარმცველი
ახლანდელი პოზიცია: ცენტრალური მცველი
ხავიერ მასკერანო “ლივერპულის” ნახევარდაცვის ერთ-ერთი ლიდერი იყო, თუმცა კატალონიურ გრანდში მისი ეს ფუნქცია დიდად არ მოსწონდათ, რის გამოც მას ხშირად უწევდა დაცვაში თამაში. მან ეს ფუნქცია იმდენად შეისისხლხორცა, რომ არგენტინის ნაკრებშიც არ ერიდება ამ პოზიციაზე თამაშს.