TOP 10: ზამთრის ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფერები

თარიღი: თებერვალი 10, 2015

ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. ამ მხრივ იანვარი საკმაოდ ინტენსიური გამოდგა და ევროპაში ბევრი მნიშვნელოვანი ტრანსფერიც განხორციელდა.

უილფრიდ ბონი (“სუონსი” – “მანჩესტერ სიტი”)

“სუონსიში” თავის დამკვირდების შემდეგ ბონის ტოპ-კლუბში გადასვლა გარდაუვალი იყო. აფრიკელი საბოლოოდ “მანჩესტერ სიტის” ერგო. ამ ტრანსფერის შედეგად პელეგრინის შეტევაში ძალაინ ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი დაუგროვდა, თუმცა ჯეკოზე და იოვეტიჩზე სამწვრთნელო შტაბი დიდ იმედებს აღარ ამყარებს. იმ შემთხვევაში, თუ პელეგრინი ორი ფორვარდით გადაწყვეტს თამაშს, უპირატესობას მწვრთნელი აგუერო-ბონის დუეტს მიანიჭებს.

ვიქტორ ვალდესი (თავისუფალი აგენტი – “მანჩესტერ იუნაიტედი”)

უკლუბოდ დარჩენილმა მეკარემ საბოლოოდ “მანჩესტერ იუნაიტედს” მიშურა. მისი სატრანსფერო ისტორია საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა და საბოლოოდ “ჰეფი ენდით” დასრულდა. თუმცა, მისი პერსპექტივები “ოლდ ტრაფორდზე” არც თუ ისე სასიამოვნოა. გამოცდილი ვალდესი მეორე მეკარის როლს უდნა დასჯერდეს. შემადგენლობიდან დავიდ დე ხეას ამოგდება ფაქტობრივად შეუძლებელი ამოცანაა.

სეიდუ დუმბია (ცსკა – “რომა”)

მოსკოვის ცსკა-ს ერთ-ერთი ლიდერი კარიერას “რომაში” გააგრძელებს. რომ არა ტრავმები, კოტ დივუარელი ფორვარდი ტოპ ჩემპიონატში უფრო ადრე გადავიდოდა. იმ შემთხვევაში, თუ დუმბიას ჯანმრთელობასთან პრობლემები აღარ შეექმნება, მას რომში ნამდვილად შეუძლია წამყვან პოზიციებზე დამკვირდება.

ხუან კუადრადო (“ფიორენტინა” – “ჩელსი”)

შიურლეს გაყიდვამ “ჩელსის” ხუან კუადრადოს დამატების საშუალება მისცა. გასულ სეზონში კოლუმბიელმა უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. მის მიმართ ინტერესი ზაფხულშიც აქტიური იყო, თუმცა მაშინ მხარეები სატრანსფერო ფასზე ვერ შეთანხმდნენ. ლონდონში კუადრადოს მთავარი კონკურენტი ვილიანი იქნება. რთული სათქმელია ვინ მოიგებს ამ კონკურენციას. კოლუმბიელს ტექნიკისა და სისწრაფის მხრივ აქვს უპირატესობა, ხოლო ვილიანი ინგლისურ ფეხბურთს უკვე შეეგუა და მას საკმაოდ დიდი გამოცდილებაც დაუგროვდა.

ივიცა ოლიჩი (“ვოლფსბურგი” – “ჰამბურგი”)

“ჰამბურგში” დაბრუნების შესახებ ივიცა ოლიჩმა “ვოლფსბურგის” შემადგენლობაში “ბაიერნთან” მატჩისთვის მზადების დროს შეიტყო. მის ახალ გუნდს ბუნდესლიგიდან გავარდნა ემუქრება. ოლიჩზე ჰამბურგში დიდ იმედებს ამყარებენ და სჯერათ, რომ გუნდი გერმანული ფეხბურთის ელიტაში დარჩენას მოახერხებს.

ფერნანდო ტორესი (“მილანი” – “ატლეტიკო”)

“ჩელსიდან” წასვლის შემდეგ ფერნანდო ტორესმა ვერც “მილანში” მოიკიდა ფეხი. ესპანელმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა იტალიური გუნდის შემადგენლობაში და ინძაგიც მას დიდი ფიქრის გარეშე შეელია. ტორესი “ატლეტიკოში” დაბრუნდა და მშობლიურ გუნდის მაისურით “რეალს” და “ბარსელონას” უკვე გაუტანა.

შერდან შაქირი (“ბაიერნი” – “ინტერი”)

შაქირიმ “ბაიერნში” სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო გუნდის გამოცვლა გადაწყვიტა და არჩევანი საბოლოოდ “ინტერზე” შეაჩერა. მილანელები წელს რეკორდულად დაბალ პოზიციებზე იმყოფებიან და შერდანსაც ამ ფორმაციის გუნდის ლიდერად ჩამოყალიბება შეუძლია. რობერტო მანჩინი მას სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრებს.

ანდრე შიურლე (“ჩელსი” – “ვოლფსბურგი”)

შიურლე “ჩელსის” სასტარტო შემადგენლობის მოთამაშე არ ყოფილა, თუმცა მოურინიოს მისი სახით კარგი ჯოკერი ჰყავდა. მსოფლიოს ჩემპიონს შეუცვლელ მოთამაშეს ვერ დავარქმევთ და ამას “ჩელსიშიც” ხვდებოდნენ. ლონდონელებმა ის საკმაოდ სარფიანადაც გაასხვისეს და “ვოლფსბურგისგან” მის სანაცვლოდ 33 მილიონი ევრო მიიღეს. ნათელია, რომ ახალ გუნდში ის წამყვან პოზიციებზე იქნება.

მარტინ ედეგორი (“სტრიომსგოდსეტი” – “რეალი”)

ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა თინეიჯერმა მადრიდის “რეალს” მიაშურა. მის მიმართ ინტერესს ბებერი კონტინენტის თითქმის ყველა წამყვანი გუნდი იჩენდა, თუმცა საბოლოოდ ნორვეგიელმა არჩევანი მადრიდულ კლუბზე შეაჩერა. რთული სათქმელია, თუ როდის მიეცემა ედეგორს პირველ გუნდში თამაშის შანსი, თუმცა “რეალმა” სამომავლო პერსპექტივის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი რომ გადადგა ფაქტია.

სამუელ ეტო’ო (“ევერტონი” – “სამპდორია”)

სამუელ ეტო’ომ “სამპდორიასთან” კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გუნდის მეორე ვარჯიში გააცდინა. მისი პერსპექტივები ახალ გუნდში ბურუსითაა მოცული, თუმცა ფქტია, რომ გენუაში მისგან ბევრს ელიან. ბოლო ინფორმაციით, მწვრთნელსა და მოთამაშეს შორის ურთიერთობა ნორმალურია.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

რონალდუმ ჰეთთრიკების რაოდენობით მესისთან სხვაობა გაზარდა

პორტუგალიის ეროვნული გუნდის ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვლადიმირ ვაისი: “ვეცდებით, შეტევაში მეტი ხარისხი ვაჩვენოთ. გოლი უნდა გავიტანოთ”

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის საკვალფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს. ვლადიმირ ვაისის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კაშია: “შევეცდებით, რომ შვეიცარიელებს საქმე მაქსიმალურად გავურთულოთ”

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის საკვალფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს. ვლადიმირ ვაისის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოთარ კაკაბაძე: “ვეცდებით, რომ საკვალიფიკაციო ეტაპი კარგი შედეგით დავასრულოთ”

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის საკვალფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს. ვლადიმირ ვაისის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატის საგზური ოთხმა ნაკრემა მოიპოვა

14 ნოემბერს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საგზურის მფლობელი ოთხი ქვეყნის ვინაობა გახდა ცნობილი. A ჯგუფში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სტერლინგის რეაქცია, როცა ჯო გომესი მოედანზე შემოვიდა

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ინგლისის ნაკრებმა მონტენეგრო 7:0 გაანადგურა. შეხვედრის 70-ე წუთზე გარეთ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუს მესამე გოლი ლიეტუვას კარში (ვიდეო)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, პორტუგალიასა და ლიეტუვას შორის მიმდინარე მატჩის 65-ე წუთზე კრიშტიანო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუმ ლიეტუვას ბრწყინვალე გოლი გაუტანა (ვიდეო)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ლიეტუვისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის მიმდინარე მატჩის 22-ე წუთზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ მოიქცნენ თურქები ისლანდიის ჰიმნის დროს (ვიდეო)

14 ნოემბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თურქეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ისლანდია მიიღო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლოს ანჯელეს-გალაქსის” იბრაჰიმოვიჩის შეცვლა კავანით სურს

“ლოს ანჯელეს-გალაქსის” ხელმძღვანელობა გუნდიდან ზლატან იბრაჰიმოვიჩის წასვლის შემდეგ ახალი თავდამსხმელის ძიებაშია. სპორტული ჟურნალისტი ჯანლუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარიო მანჯუკიჩი “მანჩესტერ იუნაიტედში” მიდის

იტალიური გამოცემა “ტუტოსპორტი” იუწყება, რომ ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა მარიო მანჯუკიჩმა “მანჩესტერ იუნაიტედში...
წაკითხვა
ფეხბურთი

სანჩოს “ბორუსიას” დატოვება სურს, “ლივერპული” საქმის კურსშია

დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა ვარსკვლავ ჯეიდონ სანჩოს გერმანიის საზღვრების დატოვება სურს. მისი გადაბირების მსურველთა სიას კი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დევიდ ბექჰემის “ინტერის” მომდევნო სამიზნე ლუკა მოდრიჩია

მადრიდის “რეალის” ხორვატი ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი, შესაძლოა, “ინტერ მაიამის” ფეხბურთელი გახდეს. შეგახსენებთ, რომ ამერიკული...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერლინგ ჰოლანდი: “ტელეფონის მაღვიძარის მელოდიაზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი მაქვს შერჩეული

“სალსბურგის” 19 წლის თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა მორიგი სახალისო კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ ყოველ დილას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ახლა დაუბრუნდით ბეისბოლის ყურებას” – იბრაჰიმოვიჩმა “ლოს ანჯელეს გ

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ლოს ანჯელეს გალაქსი” ოფიციალურად დატოვა. შვედმა თავდამსხმელმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. [&hell...
წაკითხვა