TOP 5 მატჩი, რომელიც ამ ვიქენდზე არ უნდა გამოტოვოთ
Fanebi.Com-ი გთავაზობთ ვიქენდის ხუთ გამორჩეულ შეხვედრას.
“ტოტენჰემი” – “ლივერპული” (19:00)
პრემიერ ლიგაში ნელ-ნელა სიტუაცია იძაბება და გუნდებს ქულების დაკარგვის საშუალება აღარ აქვთ. 22 ოქტომბერს ინგლისში განსაკუთრებული შეხვედრა გაიმართება, სადაც ერთმენეთს ლონდონის “ტოტენჰემი” და “ლივერპული” დაუპირისპირდებიან. უნდა აღინიშნოს, რომ მატჩს ორივე კლუბი დიდი დანაკლით ხვდება.
“მარსელი” – “პარი სენ-ჟერმენი” (23:00)
ლიგა 1-ის გულშემატკივრებს ნამდვილი დღესასწაული ელით, ერთმანეთს “მარსელი” და “პსჟ” დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდი ცხრილში მოწინავე ადგილს იკავებს და თუ მარსელელებს ჩემპიონობისთვის ბრძოლა სურთ, სწორედ სახლში უნდა სცადონ დედაქალაქელების დამარცხება.
“ფეინოორდი” – “აიაქსი” (16:30)
ერედივიზიონის გასული წლის ჩემპიონი, ვიცე ჩემპიონს სახლში უმასპინძლებს – ამით თითქმის ყველაფერი ნათქვამია. ამ გუნდებს მიმდინარე სეზონშიც ანალოგიური მდგომარეობა აქვთ და მეორე-მესამე პოზიციას იყოფენ.
“ნაპოლი” – “ინტერი” (22:45)
სერია A-ში მიმდინარე სეზონში ეს ორი გუნდი მართლაც გამორჩეულია, როგორც ნეაპოლელები, ასევე მილანელებიც საუკეთესო თამაშს სთავაზობენ გულშემატკივარს და არავის უკვირს, რომ “ნაპოლი” პირველ ადგილზეა, ხოლო “ინტერი” მეორე პოზიციას იკავებს.
ბოლო შეხვედრა კი, როგორც წესი ეროვნული ლიგიდანაა.
თბილისის “დინამო” – “სამტრედია” (20:00)
ეროვნული ლიგა დასასრულს უახლოვდება და აქედან გამომდინარე სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. გუნდები სხვადასხვა პოზიციის დასაკავებლად იბრძვიან. გასული წლის ჩემპიონი “სამტრედია” მიმდინარე გათამაშების ლიდერთან ჩავა სტუმრად სათამაშოდ. სიტუაცია შემდეგნაირადაა: “დინამოს” 65 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, თბილისელებს შეცდომის დაშვების უფელბა აღარ აქვთ, რადგან ქუთაისის “ტორპედო” მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება “დინამოს”, რაც შეეხება “სამტედიას”, იმერლები საუკეთესო ფორმაში არიან და მესამე ადგილს იკავებენ, მათ თეორიულად ჩემპიონობის შანსი ისევ აქვთ, მეორე ადგილის დასაკავებლად კი ბოლომდე იბრძოლებენ.