ტოპ 5 ფეხბურთელი, რომლებიც გაუპატიურების გამო დააკავეს
5. ჩედ ევანსი (გაამართლეს)
2011 წელს ჩედ ევანსი და კლეიტონ მაკლდონალდი 19 წლის გოგოს გაუპატიურებაში დაადანაშაულეს, რომელიც იმდენად მთვრალი იყო, რომ თანხმობის მიცემა სექსუალურ კავშირზე არ შეეძლო. ევანსი 2012 წელს დამნაშავედ ცნეს და 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ციხეში ის დეკორატორად მუშაობდა. 2.5 წლის გასვლის შემდეგ გაათავისუფლეს. ევანსმა იმდენი ქნა, გამოტანილი განაჩენი რამდენჯერმე გაასაჩივრა და საბოლოო ჯამში, უზენაესმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ფეხბურთელმა 800 ათასი ევრო მიიღო იმ იურიდიული ფირმიდან, რომელიც მას პირველ სასამართლო პროცესზე წარადგენდა და საქმე წააგო.
4. ადამ ჯონსონი
ერთადერთი ფეხბურთელი ამ სიაში, რომელიც არა გაუპატიურების, არამედ პედოფილიის გამო არის, თუმცა მის ქეისში, გაუპატიურებაც ფიგურირებდა, რაც შემდეგ გამოირიცხა. ჯონსონი ინტერნეტით მის 15 წლის ფანს დაუკავშირდა და პირველ შეხვედრაზე 2 ხელმოწერილი მაისური გადასცა. ამ დროს, ჯონსონის მეგობარი გოგონა ორსულად იყო. მე-2 შეხვედრაზე ადამმა 15 წლის გოგოს აკოცა, თუმცა სექსუალური კავშირი უარყო, რაც სასამართლომ არ გაიზიარა და ის სწორედ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის გამო დააკავეს. ინგლისელი 2019 წლის 22 მარტს 3 წლის შემდეგ გაათავისუფლეს.
3. რობინიო
ბრაზილიელი ფეხბურთელი 2 კვირის წინ იტალიის სასამართლომ ჯგუფური გაუპატიურების გამო 9 წლით ციხეში გაუშვა. 2020 წელს მილანის სასამართლომ თქვა, რომ “მსხვერპლი იყო შეურაცხყოფილი და გაუპატიურებული რობინიოს და მისი მეგობრების მიერ მათი სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად”. მოსალოდნელია, იტალია მის ექსტრადიციას მოითხოვს. რობინიოს “მანჩესტერ სიტიშიც” უთამაშია, ისევე როგორც ადამ ჯონსონსა და ჩედ ევანსს.
2. ბენჟამინ მენდი (მიმდინარეობს)
“მანჩესტერ სიტის” მარცხენა მცველი ბენჟამინ მენდი 7 ქალის გაუპატიურებაში არის ბრალდებული. ის 3 თვის წინ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. “სიტიმ” ფრანგი გამოძიების დასრულებამდე შემადგენლობიდან ამოიღო. მენდის თავიდან 1 ადამიანი უჩიოდა, ეს რიცხვი კი დღეს 7-ზე არის ასული.
1. მეისონ გრინვუდი
გრინვუდს არასდროს უთამაშია “სიტიში”, მაგრამ გრინვუდი “მანჩესტერ იუნაიტედელია”. მისმა მეგობარმა გოგონამ დაზიანებების შესახებ ფოტოები გამოაქვეყნა, შემდეგ აუდიო ჩანაწერი და ბოლოს თავდამსხმელი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. გრინვუდი “მანჩესტერმა” ვარჯიშიდან მოკვეთა, პოლიციამ კი უკვე დააკავა. განსხვავებით მენდისგან, ევანსისგან და რობინიოსგან, გრინვუდის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში მისი შესაძლო დანაშაულის ამსახველი ფოტოები და ჩანაწერი გამოქვეყნდა.