“ტორპედომ” მარეკ ჰლინკას ლაჩნის წერილით უპასუხა
ქუთაისის “ტორპედოს” ოფიციალურ ვებ-გვერდზე მილოშ ლაჩნის წერილი გამოქვეყნდა, სადაც ის გუნდის ხელმძღვანელობასა და ფანებს მადლობას უხდის. ეს ერთგვარად ჰლინკას ინტერვიუს პასუხია, რომელიც მარეკმა რამდენიმე დღის წინ ჩაწერა და ქუთაისში არსებულ სიტუაციას კატასტროფა უწოდა.
მილოშ ლაჩნი: “საქართველოში გატარებული პერიოდი ყოველთვის კარგად მემახსოვრება. დღიდან დღემდე, ეს ქვეყანა სულ უფრო მიყვარდებოდა. შემიყვარდა ქართული კულტურა, ქართველი ხალხი… ქუთაისი!
ქართველებთან საერთო ენის გამონახვა არ გამჭირვებია.
მშვენიერ გუნდში მოვხვდი, სადაც გუნდელები თავს ქართველად მაგრძნობინებდნენ. არ დამავიწყდება მომენტი, როცა გუნდის კაპიტანმა მითხრა, “შენ უკვე ქართველი ხარ, მილოშ…”
“ტორპედოსთვის” ყოველთვის 100%-ით ვიხარჯებოდი. ეს ყველაფერი კი თასის ფინალში დამიფასდა, სადაც ორი გოლი გავიტანე და კლუბს ტიტულის მოპოვებაში დავეხმარე.
… მაგრამ წასვლა მომიწია. მე ვიცი, რომ კლუბს ჩემი შენარჩუნება სურდა და სხვადასხვა გზების გამონახვას ეცადა, თუმცა ყველა ადამიანი განსხვავებულია…
მადლობა მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს, რომელიც გუნდში ძალიან კარგ ატმოსფეროს ჰქმნიდა. ამ რამდენიმე თვეში “ტორპედო” და ქუთაისელი ფანები ძალიან შემიყვარდა. დიდი იმედი მაქვს, ფანების გულებიც მოვიგე. ძალიან დიდი მადლობა ამ დაუვიწყარი დროისთვის. ადრე თუ გვიან, საქართველოს ვეწვევი და ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს!”
სეზონის დასრულების შემდეგ “ტორპედო” ჰლინკამ, ლაჩნიმ და მარინმა დატოვეს. სამივე მათგანი ძირითადად სათადარიგო სკამიდან ერთვებოდნენ თამაშში.