ტორესი: „თავდაჯერებულობას მხოლოდ „ატლეტიკო“ მომცემს“
„ატლეტიკოს“ შემადგენლობაში დაბრუნებულმა ფერნანდო ტორესმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მადრიდული კლუბი ერთადერთია, რომელსაც მისთვის თავდაჯერებულობის დაბრუნება შეუძლია.
„აქ უნდა დავბრუნებულიყავი, რადგან „ატლეტიკო“ ის კლუბია, რომელსაც ჩემთვის თავდაჯერებულობის მოცემა შეუძლია. აქ დაბრუნებაზე ვოცნებობდი, ღვთის წყალობით, ოცნება რეალობად მექცა.
ყველაფერი ცოტა არარეალურად გამოიყურება. დღევანდელ „ატლეტიკოში“ პირველი მატჩი განსაკუთრებული იქნება. გულშემატკივრებს ჩემი დაბრუნება ძალიან გაუხარდათ. ესპანეთში ყველაზე კარგ თანადგომას თავისი ქომაგებისგან სწორედ ჩვენი გუნდი გრძნობს. მათთვის ამისთვის დიდ მადლობას გადავუხდი“, – ციტირებს ტორესს „Football Espana“.
შეგახსენებთ, რომ ელ ნინიო „ატლეტიკოში“ 2001 წლიდან 2007 წლამდე თამაშობდა და 244 მატჩში 91 გოლი გაიტანა.